საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც სახელმწიფო პენსია არასაკმარისია და ხანდაზმული მარტოხელა ადამიანის ძირითადი ხარჯების მხოლოდ დაახლოებით 22%-ს სწვდება. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპის 39 ქვეყანას შორის ბოლო ადგილზეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
Euronews-ის ინფორმაციით, ეს მონაცემები ეფუძნება Moorepay-ის კვლევას, რომელიც მოიცავდა 39 ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებს, კანდიდატ ქვეყნებს, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონის წევრებსა და დიდ ბრიტანეთს. ანალიზი ჩატარდა საშუალო პენსიისა და ინდივიდის ცხოვრების ხარჯების შედარების საფუძველზე, საცხოვრებლის ქირის გამოკლებით.
კვლევის თანახმად, ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში, მათ შორის სკანდინავიურ ქვეყნებში, პენსია ხშირად ფარავს ან აღემატება ცხოვრების ძირითად ხარჯებს.
მაგალითად, ლუქსემბურგში საშუალო წლიური პენსია 28,790 ევროა, ხოლო ცხოვრების ღირებულება 12,791 ევროს შეადგენს. ამრიგად, პენსია ხარჯებს ორჯერ მეტად (225%-ით) აღემატება.
მსგავსი სიტუაციაა დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნებში: პენსიები ცხოვრების ხარჯზე ორჯერ მეტია იტალიასა (210%) და ფინეთში (208%). ამ დონესთან ახლოს არიან ესპანეთი (199%) და დანია (189%).
სხვა ქვეყნებში პენსიების წილი ცხოვრების ხარჯებში 150%-დან 180%-მდე მერყეობს, რაც კვლავ შედარებით მაღალი მაჩვენებელია. ეს ქვეყნებია: ისლანდია (179%), ნორვეგია (178%), გერმანია (176%), ბელგია (170%), ავსტრია (165%), საფრანგეთი (160%), ნიდერლანდები (159%) და შვედეთი (158%).
სახელმწიფო პენსიები საკმარისია მარტოხელა ადამიანის ცხოვრების ხარჯების დასაფარად შვეიცარიაში (131%), ირლანდიაში (126%), დიდ ბრიტანეთში (120%), პოლონეთში (112%), ჩეხეთსა (108%) და საბერძნეთში (103%).
ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო პენსია ცხოვრების ხარჯების 80%-ზე მეტს ფარავს — მათ შორის სლოვენიაში (95%), სლოვაკეთში (94%), ესტონეთში (91%), პორტუგალიაში (90%), მონტენეგროში (89%), ლიეტუვაში (85%), ხორვატიასა (82%) და უნგრეთში (81%).
ხარჯებში პენსიების წილი შეადგენს 53%-ს ბოსნია და ჰერცეგოვინაში, 58%-ს კვიპროსში, 61%-ს ჩრდილოეთ მაკედონიაში, 64%-ს თურქეთში და 65%-ს ლატვიაში.
საქართველოში (22%), ალბანეთში (29%), უკრაინასა (29%) და მოლდოვაში (42%) სახელმწიფო პენსია აუცილებელი ხარჯების ნახევრის დასაფარადაც კი არ არის საკმარისი.

საქართველოში ქალებს პენსიაზე გასვლის უფლება 60 წლიდან წარმოეშობათ, ხოლო კაცებს 65 წლიდან. 70 წლამდე პირთა პენსია თვეში 370 ლარია, მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 495 ლარს შეადგენს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირები 594 ლარს იღებენ. ბოლო მონაცემებით, საქართველოში სახელმწიფო პენსიას 891 454 მოქალაქე იღებს.
