საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
„დემოკრატიაზე „ქართული ოცნების“ თავდასხმა სულ უფრო მწვავე ხდება. დღეს მინისტრებმა შეაფასეს ევროკავშირის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი, თუ რა შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ. ეს მოიცავს უვიზო რეჟიმის, ასოცირების შესახებ შეთანხმების შეჩერებას და სანქციების მიღებას. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ძვირად დაუჯდება“, - თქვა კალასმა.
რაც შეეხება წერილს, რომელიც ევროკომისიამ თბილისს გაუგზავნა, კალასის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს წერილში ჩამოთვლილი 8 პუნქტის შესასრულებლად.
„რაც შეეხება თქვენი შეკითხვის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოში გაგზავნილ წერილს შეეხება: როგორც იცით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლიდან მოქმედებს. ეს დიდი შეღავათია, რომელსაც ევროკავშირი ქვეყნებს აძლევს და, შესაბამისად, არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოსთვის ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშშია მოცემული. მაგალითად, საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს და დაიცვას ყველა საქართველოს მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების უფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა. ეს მხოლოდ ერთი პუნქტია და არსებობს რვა ასეთი პუნქტი.
საქმე იმაშია, რომ რადგან მათ აგვისტოს ბოლომდე აქვთ ვადა ამის შესასრულებლად, მაშინ კითხვა ასეთია, როგორი იქნება ჩვენი რეაქცია, თუ ეს რეკომენდაციები არ შესრულდება?
და როდესაც გვესმის, რომ, მაგალითად, რვა ოპოზიციური ლიდერიდან შვიდი დააპატიმრეს, ეს ნამდვილად არ შეესაბამება პირველ პუნქტს, რომელიც მე აღვნიშნე“, - განაცხადა კალასმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი აქამდე ინარჩუნებს პოზიციას, რომ არ სურს ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება, უვიზო რეჟიმის წართმევა კი ნამდვილად მოახდენს გავლენას საქართველოს მოქალაქეებზე.
„მაგრამ ამავდროულად, ეს ევროკავშირის სანდოობის საკითხიც არის. თუ ჩვენ რაღაცები მოვითხოვეთ და ეს არის რაღაც სასარგებლო ან ბონუსი, რომელსაც ჩვენ ამ ქვეყანას ვაძლევთ და ისინი არ ასრულებენ ამ პირობებს, მაშინ ამას შედეგებიც მოჰყვება, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე არ დგას და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს“, - თქვა კაია კალასმა.
