ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, ბრიუსელში გამართულ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ აქვს. კალასის თქმით, ევროკავშირის მიზანი არა ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის მხარდაჭერაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ ხედავს საქართველოს მონაწილეობას შავი ზღვის უსაფრთხოების პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ ევროკავშირის საწინააღმდეგო კურსის ფონზე, კალასმა აღნიშნა:
„შავი ზღვის სტრატეგიის იმპლემენტაცია მიმდინარეობს, სადაც რეგიონის ქვეყნები მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ პროცესში სირთულეებს ვაწყდებით საქართველოსთან მიმართებითაც, რადგან
მთავრობასთან რეალურად არ გვაქვს კავშირი. ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა. ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს და ასევე გვქონდა მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამის საუკეთესოდ გაკეთება, რათა ხალხმა არ დაკარგოს ევროპის იმედი“.
კაია კალასის პოზიციას „ქართული ოცნების“ ლიდერები მწვავე რიტორიკითა და ანტიდასავლური გზავნილებით გამოეხმაურნენ:
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ კალასის განცხადებას სამარცხვინო უწოდა და ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი „უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებას“. კობახიძემ კვლავ გაიმეორა ნარატივი იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე არ აღიარებს, კალასის კი მას 100%-ზე უარყოფს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მაღალჩინოსნის განცხადება ისევ „ქართველ ხალხზე თავდასხმად“ შეაფასა. „ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ფორმულას იყენებს: „მხარს უჭერს ქართველ ხალს, მაგრამ მხარს არ უჭერს მის ხელისუფლებას“, არ აღიარებს დემოკრატიას და არის ანტიდემოკრატი. შესაბამისად, კაია კალასის ეს განცხადება ანტიდემოკრატიულია... დიახ, კაია კალასის ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს, რომ ქალბატონ კალასს ქართველი ხალხი მივაჩნივართ უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმის უნარი არ გვაქვს, რომ ხელისუფლება შევარჩიოთ და კალასის მეურვეობა გვჭირდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა. მანვე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას „თავქარიანი“ უწოდა და თქვა, რომ კალასის აზროვნება დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
პაპუაშვილისა და კობახიძის აღნიშნული განცხადებები იმეორებს „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში დამკვიდრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდისტულ ხაზს, რომელიც ევროპული სტრუქტურების კრიტიკასა და მათი გადაწყვეტილებების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის საპასუხოდ შეიქმნა, რეგიონში უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და მედეგობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილია საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნა და ევროპის დაკავშირება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან. ეს პროცესი მჭიდრო კავშირშია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან, რაც ითვალისწინებს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერას რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
