შპს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურ დირექტორად გიორგი ერაძე დაინიშნა. მან შეცვალა ლევან ჩიკვაიძე, რომელიც გენდირექტორის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 3 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 4 დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
- 5 მამუკა მდინარაძისთვის ჩაფიქრებული თანამდებობები უქმდება
- 6 „მხოლოდ წელს“ - „ქართული ოცნება“ 1 795 აბიტურიენტისთვის მეორად ჩარიცხვას აცხადებს
„ქართული ოცნების“ ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ერაძეს საფოსტო და სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება გააჩნია.
სამინისტროს თანახმად, ერაძეს აქვს აკადემიურ ხარისხი საერთაშორისო სამართალში, ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს სატვირთო გადაზიდვებში უსაფრთხოების მართვის სისტემის, საინფორმაციო და საავიაციო უსაფრთხოებისა და სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით.
„სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფოსტა“ სახელმწიფო კომპანია და ქვეყნის უმსხვილესი საფოსტო ორგანიზაციაა, რომელსაც სერვისცენტრების ყველაზე დიდი ქსელი აქვს. საქართველოს მასშტაბით კომპანიის 80 სერვისცენტრი ფუნქციონირებს. „საქართველოს ფოსტა“ ქვეყნის ლიდერი საფოსტო ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
ლევან ჩიკვაიძე „საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორად 2012 წლის ნოემბერში დაინიშნა. 2024 წლის განმავლობაში მისმა ხელფასმა ჯამში 100 635 ლარი შეადგინა.
