რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი 26 ოქტომბერს საქართველოში გამართულ საპარალემნტო არჩევნებს გამოეხმაურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„თბილისიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მაღალი აქტივობა - დაახლოებით 58% - სამოქალაქო ჩართულობის კიდევ ერთი მაჩვენებელია.
ხმების თითქმის 53%, რაც მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ისევე როგორც ოთხი ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შესვლა, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში აქტიურ პერიოდს გვპირდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება პროგნოზირები და ცივილიზებული. ამით დაინტერესებულია არა მარტო საქართველო, არამედ მთელი კავკასიის რეგიონი“, - განაცხადა კარასინმა წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან მალევე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 54.08%
„კოალიცია ცვლილებისთვის“ – 10.92%
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12%
„ძლიერი საქართველო“ – 8.78%
„გახარია საქართველოსთვის“ – 7.76%
ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ის ამომრჩევლის ნებას არ ასახავს.
