პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აპლიკაცია Yandex Go-ის მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო. სამსახურის განცხადებით, შესწავლის დაწყების საფუძველი მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია გახდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის“, - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.
7 ივლისს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს უფლება ექნება, მიიღოს 24-საათიანი დისტანციური წვდომა გამოძახებით მომუშავე ტაქსების საინფორმაციო სისტემებსა და მგზავრობის შეკვეთების მონაცემთა ბაზებზე. განკარგულება ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შევა და ის პირველ რიგში Yandex Go-ს შეეხება.
Yandex Go რუსული კომპანია Yandex-ის („იანდექსი“) ტრანსპორტირების სერვისთან დაკავშირებული მობილური აპლიკაცია.
დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ ტაქსის სერვისი (ბრენდული სახელწოდებით Yandex Go ან Yango), უკრაინაში ომის მიუხედავად, მსოფლიოს ოცზე მეტ ქვეყანაში განაგრძობს მუშაობას, მათ შორის, საქართველოში, სომხეთში, ისრაელში, ნორვეგიასა და ფინეთში. გამოცემამ გაარკვია, რომ აპლიკაციის მონაცემები რუსეთში, კერძოდ, მოსკოვის, რიაზანისა და ვლადიმირის ოლქებში მდებარე მონაცემთა ცენტრებში ინახება. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „მედუზას“ კომპანიაში განუცხადეს, რომ „მგზავრობის შესახებ მონაცემების მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს, სადაც მგზავრობა ხორციელდება, ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად“. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ 1-ელი სექტემბრის შემდეგ „ეს ლოგიკა არ შეიცვლება“.