სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, იმ დროს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე მყოფი მომიტინგეების დაკავება დაიწყო, აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. იოსელიანი შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ხელი არ შეუშალოს ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო დაკავების ღონისძიებებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით იხელმძღვანელოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
„იმ დროისთვის (08:18, 19.11.2024), როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში. ამ დროს მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი სერგი ბარამიძე, რომელიც როგორც ცნობილია დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა“, - აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, მათი წარმომადგენლები მოინახულებენ დაკავებულ მოქალაქეებს და მათაც, ვინც ფიზიკურად დაზიანდნენ და კლინიკებში არიან გადაყვანილები.
ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოიძიოს ჟურნალისტთა/აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ თითოეული შესაძლო დანაშაულის ნიშნების მქონე შემთხვევა და მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ნოემბერს, გამთენიისას დაიწყო ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან 17 ნოემბრის საღამოდან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლა. ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.
საპატრულო პოლიციის და სპეცრაზმის თანამშრომლები, ასევე, წყლის ჭავლის მანქანა, ჭავჭავაძის გამზირზე დაახლოებით დილის 06:00 საათზე გამოჩნდნენ. დაახლოებით 06:45 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს 15-წუთიანი ვადა მისცა ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და მოძრაობის აღსადგენად.
მას შემდეგ, რაც საპოლიცო ძალებმა თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიის დაკავება და კარვების დაშალა დაიწყეს, მომიტინგეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც მათი დაკავება გაგრძელდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ მედიასთან განაცხადა, რომ მათ ე.წ. წიწაკის სპრეი შეასხეს.
ამ დრომდე უცნობია, აქციაზე დაკავებული მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა. არსებული ინფორმაციით, მათი რიცხვი ათს აღემატება. მელიქიშვილის გამზირზე ძალის გამოყენებით დააკავეს ტელეკომპნია „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ის დაახლოებით ერთ საათში ხელწერილით გაათავისუფლეს.