„საქნახშირის“ 100%-იანი წილის მფლობელ კომპანიას, შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდ „ქართუზე“ 147 158 969 ლარი სესხის სახით აქვს გაცემული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
ააიპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სს „ბანკი ქართუს“ ერთადერთი აქციონერია.
ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტის მიხედვით, შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანიმ“ 2022 წელს „ქართუს“ 138 742 222 ლარი ასესხა. იმ წელს კომპანიამ იურიდიულ პირებზე სესხები 7-10%-იანი განაკვეთით გასცა. პირველადი ხელშეკრულებით, სესხის ძირი და მასზე დარიცხული პროცენტი 2022 წლის 31 დეკემბერს უნდა დაფარულიყო, თუმცა, 2022 წლის 30 დეკემბერს მხარეთა შეთანხმებით, დაფარვის ვადად 2024 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. გაცემული სესხის ღირებულება 147 158 969 ლარამდე გაიზარდა.
„ხელმძღვანელობამ შეაფასა სესხის დაბრუნებადობა მსესხებლის საქმიანობის შესახებ არსებული ინფორმაციის, ასევე გახანგრძლივებული ხელშეკრულების პირობების საფუძველზე. ამ შეფასებიდან გამომდინარე, მენეჯმენტი ელოდება, რომ სესხი სრულად იქნება ამოღებული ვადის გახანგრძლივებულ თარიღამდე“, - წერია საჯაროდ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
შპს „სტილ ინტერნეშენალ ტრეიდინგ კომპანი“ საქართველოში ქვანახშირის მომპოვებელი ერთადერთი კომპანიის, შპს „საქნახშირის“ 100%-იანი მესაკუთრე 2019 წლის სექტემბერში გახდა.
2023 წელს „საქნახშირმა“ ჯამურად 146 136 ტონა ქვანახშირის რეალიზაცია მოახდინა და შემოსავლის სახით 25 327 742 ლარი მიიღო.
