პირს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებულ პოლიტიკურ პარტიასთან იქნება დაკავშირებული, სხვა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და დაფინანსება აეკრძალება, ასევე, შეეზღუდება პასიური საარჩევნო უფლება. „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით:
- დაუშვებელია პარტიის დამფუძნებელი, პარტიის წევრი, პარტიის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი ან ამ ორგანოს წევრი იყოს ის პირი, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16- მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელისა და ამ ორგანოს წევრის თანამდებობის, სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება;
- პარტიას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე, თუ წესდების ან სარეგისტრაციოდწარდგენილი სხვა დოკუმენტების თანახმად დასტურდება, რომ პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი, პოლიტიკური პარტიის წევრი, ამ კანონის მე-16-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი ან ამ ორგანოს წევრი შეიძლება იყოს ის პირი, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელისა და ამ ორგანოს წევრის თანამდებობის, სახელმწიფო- პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციითგათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება;
- პოლიტიკური პარტიის დაფინანსება ეკრძალება იმ პირს, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16- მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელისა და ამ ორგანოს წევრის თანამდებობის, სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, თუ წარდგენილ პარტიულ სიაში შეყვანილია ის პირი, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. ასეთი პირი ვერ დარეგისტრირდება ვერც პარლამენტის და ვერც საკრებულოს წევრობის კანდიდატად, ვერ იყრის კენჭს მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე.
ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსშიც - ჯარიმა დაეკისრება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას არ შეასრულებს.
„ქართული ოცნება“ აპირებს, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად, რომლებსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის ქვეშ“ მოაზრებს:
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
- „სტრატეგია აღმაშენებელი“
- „ევროპული საქართველო“
- „ახალი“
- „გირჩი - მეტი თავისუფლება“
- „დროა“
- „ლელო“
- „გახარია - საქართველოსთვის“
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კონსტიტუციურ სარჩელს მიმდინარე თვეში, ოქტომბერში წარადგენენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის შეტაწიდან 9 თვეს, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც პარტიის „მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება“, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსატანად 14 დღე აქვს.
კონსტიტუციის მიხედვით, დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით. პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.
