2025 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3%-ით, 207.1 ლარით გაიზარდა და 2 212 ლარი შეადგინა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
საქსტატის თანახმად, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 176.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით);
- ⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 732.2 ლარი (გაიზარდა 2.5 პროცენტით);
- ⦁ მშენებლობა – 3 467.7 ლარი (გაიზარდა 17.7 პროცენტით);
- ⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 995.3 ლარი (გაიზარდა 4.3 პროცენტით).
მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 769.5 ლარი, ხოლო კაცების - 2 655.8 ლარი იყო. საქსტატის ინფორმაციით, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 179.3 ლარი (11.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 242.3 ლარი (10.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 212.2 ლარით (10.1%) გაიზარდა და 2 317.6 ლარი შეადგინა. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 243.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.3%-ით) და მშენებლობის (3 472.6 ლარი, გაიზარდა 17.7%-ით) სფეროებში.
საქსტატის ცნობით, არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 197.1 ლარით (10.8%) გაიზარდა და 2 024.0 ლარი შეადგინა, თუმცა, შემცირდა 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით - იანვარ-მარტში ხელფასი 2 170.9 ლარს შეადგენდა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი, სადაც, საქსტატის თანახმად, საშუალო თვიური ხელფასი 2 553.8 ლარია.

