2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია სურსათის ჯგუფმა, სადაც ფასები 10.3%-ით არის გაზრდილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების ზრდა წლიურ ინფლაციაზე 3.48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
- ხილი და ყურძენი - 16.9%
- თევზეული - 15.5%
- ზეთი და ცხიმი - 14.9%
- პური და პურპროდუქტები - 13.6%
- ყავა, ჩაი და კაკაო - 12.0%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 11.6%
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 8.6%
- რძე, ყველი და კვერცხი - 8.5%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები - 6.5%
- ბოსტნეული და ბაღჩეული - 5.1%
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 8.0%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.0 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.0 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (6.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.7 პროცენტი).
საქსტატის თანახმად, ნოემბერში ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, თუმცა აღემატება ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-ს.
