კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ბრიფინგზე გამოეხმაურა არჩევნების პარალელურად გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საკრებულოს მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატმა პოლიტიკური გაერთიანება დატოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 5 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 6 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
„რამდენიმე საათის წინ ერთბაშად დაიწყო რამდენიმე კანდიდატის მიერ ზუსტად ერთი და იგივე ტექსტის, განცხადების გავრცელება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის სუს-ი ცდილობს, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება დაადანაშაულოს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საკითხთან რაიმე სახის კავშირში.
მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის არა მხოლოდ აბსურდი, არამედ მინდა მივმართო პირადად ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და სუს-ს:
დღეს, როდესაც ისედაც მოქცეული ხართ საერთაშორისო იზოლაციაში, დღეს, როდესაც არ გაქვთ ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მე ძალიან გირჩევდით, რომ საკუთარი თავი აბუჩად არ აიგდოთ ამ ბრალდებების შეკერვის მცდელობით. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ნათელია ყველასთვის.
„ლელომ“ მრავალჯერ და არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება აუცილებლად, ოღონდ შეიცვლება დიახ, სწორედ არჩევნების გზით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებებში „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები წერენ, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას ტოვებენ. ისინი საკუთარ გადაწყვეტილებას ხსნიან იმით, თითქოს „ლელო“ ძალადობასა და ქვეყანაში არეულობას უჭერს მხარს.
„მე, პოლიტიკური პარტია „ლელოდან“ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის მაჟორიტარიდეპუტატობის კანდიდატი დომენტი ქორქია ვემიჯნები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მოწოდებებს - ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის გეგმასთან დაკავშირებით, რასაც ასევე ემხრობა ის პარტია, რომელსაც წარმოვადგენ. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვეღარ მოვიაზრებ ჩემს თავს „ლელოს“ რიგებში და მივიღე გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ“.
„მე, ნოდარ გიგაური და ჩემი თანაპარტიელი ვლადიმერ ბუზალაძე (პარტია „ლელოს“ ქარელის ორგანიზაციის პარტიული სიის წევრები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი) ვემიჯნებით ძალადობას და ვუერთდებით მცხეთის რაიონული ორგანიზაციის წევრების გადაწყვეტილებას. ჩვენც არგვინდა გავხდეთ ძალადობის თანამონაწილეები და ჩვენც ვტოვებთ პარტიას“.
„მე, პარტია „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვემიჯნები ძალადობას, არ გავხდები ძალადობის თანამონაწილე. როგორც ვხედავთ ჩვენს პარტიას არეულობის იმედი უფრო აქვს, ვიდრე არჩევნების, რაც არის ჩემს მიერ პარტიის დატოვების მიზეზი“, - წერს Facebook-ში დათო ნადირაშვილი.
„მე, ლევან რევაზიშვილი, პარტია „ლელოს“ პროპორციული სიით დეპუტატობის კანდიდატი ვიზიარებ ჩემი თანაპარტიელის, დავით ნადირაშვილის შეხედულებებს, ვემიჯნები ძალადობას და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას და მეც ვტოვებ პარტიას“.
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ნინოწმინდის საკრებულოს პროპორციული სიის პირველმა ნომერმა, სოფიკო ნიქაცაძემაც დაწერა, რომ თანაგუნდელებთან - არტურ ტონაკანიანთან, ნიკოლაი სუხარუკოვთან და ვლადისლავ ანანიკიანთან ერთად პარტიას ტოვებს. ნიქაცაძის თქმით, პარტიის ხელმძღვანელები „ჩართულები არიან ძალადობრივ გეგმებში და სხვა პერსპექტივას ვერ ხედავენ“.
