საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დებატებში გამოიწვია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, მისივე თქმით, „საზოგადოებას არაფერზე არ უპასუხა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
„არაფერი არ უთხრა, არაფერი არ ახსნა, თუ რატომ გადაახვევინა უცებ იმ მთავრობას, რომელიც ვიცით, რომ მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელია, ჩვენი კურსიდან, ასეთი ზიანი მიაყენა ქვეყანას, იზოლაციაში ჩააყენა, ეს ქვეყანა დაასუსტა. გაერთიანებული ქვეყანა, სტატუსის მიღების დღეები ხომ არავის გვავიწყდება, თუ რა სიხარული იყო და რა ბედნიერება ხალხში, ყველა ყველას რომ ულოცავდა?! ეს ყველაფერი გათელა იმისთვის რომ რაღაც უაზრო და არასაჭირო კანონი შემოეტანა. რატომ, ვინმეს უთხრა?!
ჩვენ ვიცით მისგან მხოლოდ ორი დიდი სიტყვა, რომელიც ალბათ მისი დაწერილიც არ არის, რომელიც არის მტრულად განწყობილი, ჯერ ერთი ჩვენი პარტნიორების მიმართ, მეორეც - საზოგადოების მიმართ.
საზოგადოებას ჰპირდება რევანშს, რეპრესიებს. რა სტილია ადამიანისგან, რომელიც ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის, რა უნდა, რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას. მე მზად ვარ და ვიწვევ დებატში, თუ მე პირადად არ შემხვდება, დებატში მოვიდეს.
რადგან თვლის თავის თავს და ითვლება, რომ ის არის სახელმწიფოს მმართველი, სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ და მაშინ დებატში გავარჩიოთ რაღაცები.
მე ვკითხავ, არა ჩემი მხრიდან, მე არაფერი აღარ მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ საით მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის ვალდებულია, რომ ახსნას ზოგიერთი პოზიცია:
რატომ გაუშვა ორჯერ პრემიერი, რომელიც კორუმპირებული იყო და ვიცით, რომ კორუფციის გამო, მერე აბრუნებს, მერე ახალ თანამდებობაზე სვამს.
მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ ადამიანს, როგორც პრემიერს. ე.ი რას ერჩის ამ ქვეყანას. ხომ უნდა გვითხრას არჩევნებამდე მაინც?!“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების შემდეგ. ამ კანონის გაუქმების მოთხოვნით მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარება შეუწყვიტა ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე პროექტის დაფინანსება გააჩერა, ასევე, სავიზო სანქციები დაუწესა გადაწყვეტილების მიმღებ არაერთ პირს. რუსული კანონის მიღების გამო შეჩერებულია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.