სამი ოპოზიციური გაერთიანება 4 ნოემბერს, რუსთაველზე აქციის გამართვას გეგმავს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული სამი ოპოზიციური გაერთიანება -„ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ორშაბათს, 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვას გეგმავს. როგორც ლიდერებმა განაცხადეს, სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი მათი სამოქმედო გეგმა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„იმ რამდენიმე დღის განმავლობაში გაყალბებული და რუსეთის სპეცოპერაციის შედეგად მიტაცებული არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვეწეოდით აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ შეგვეგროვებინა სერიოზული, სისტემური, კარგად გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც აუცილებელია იმ გაყალბების, 26 ოქტომბრის სპეცოპერაციის საერთაშორისო გამოძიებისთვის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არჩევნები მოგვპარეს, მაგრამ ჩვენს მეგობრებს სჭირდებათ სერიოზული, კარგად გამოკვლეული სამხილები და საარჩევნო მექანიზმები, რითაც ეს არჩევნები იქნა მოპარული.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის, ვაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან, როგორც ამას ვაკეთებდით და რაც მთავარია, ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, 19:00 საათზე რუსთაველზე.

იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი“, - აღნიშნა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

თინა ბოკუჩავამ, რომელიც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას“ წარმოადგენს, თქვა, რომ პროტესტი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ფორმაა და გამარჯვების დასაბრუნებლად ოპოზიციამ ის ეფექტიანად უნდა გამოიყენოს.

„ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, გააზრებული აქციები გამარჯვების დასაბრუნებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ აქციებზე ვიქნებით ისეთივე კონსოლიდირებულნი, ისეთივე ერთიანი, ისეთივე მრავალრიცხოვანი, ისეთივე ჟინით გაჟღენთილი გამარჯვების დასაბრუნებლად, როგორც ვიყავით იმ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დააანონსა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

„როდესაც ხდება კონსტიტუციური გადატრიალება, ჩვენი ვალია გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარ მომავალზე. შესაბამისად, ამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენ უნდა გავიდეთ.

სწორედ ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთ ფუნდამენტური, ცენტრალური მიმართულება, სადაც ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და ევროპული მომავლისთვის.

პროტესტის ეტაპების ყოველ ჯერზე ჩვენ საზოგადოებას ჩავაბარებთ ანგარიშს და ავუხსნით რას ემსახურება ესა თუ ის აქცია და ფორმა“, - დასძინა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციური პარტიების ბრიფინგზე არ იმყოფებოდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები. როგორც „გახარია - საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა ბუჩუკურმა განმარტა, რომ ოპოზიციასთან ტექნიკურ დონეზე აქვთ კომუნიკაცია, „ქართული ქარტიის“ ფორმატში კი პრეზიდენტთან თანამშრომლობენ.

„ვცვლით ინფორმაციას, მათ შორის, მტკიცებულებებს ყველასთან. ასევე გვაქვს ჩვენი გეგმა, რაც არ არის დამოკიდებული სხვაზე. [...] ჩვენი გუნდი მშვიდობიან აქციებში იღებს მონაწილეობას. არ ვართ ორგანიზატორები, თუმცა ვიდგებით ხალხთან ერთად“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).