სენაკის რაიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბალდის კანიონი 40 წლით გადაეცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების ჯგუფს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
ბალდის კანიონის მცველებმა სასამართლოს ორი წლის წინ მიმართეს და იჯარის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვეს. სარჩელის განხილვა გასული წლის სექტემბერში დაიწყო, დღეს კი მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ გადაწყვეტილება გამოაცხადა და სარჩელი არ დააკმაყოფილა.
„ამ სასამართლოზე რეალურად ბევრად მეტი წყდება, ვიდრე მხოლოდ ბალდის კანიონია. აქ წყდება, მაგალითად, ეროვნული ინტერესი უფრო მაღლა დადგება, თუ კორუმპირებული ჩინოვნიკების ინტერესები; უნდა გადაწყდეს, დაცული ტერიტორიების სააგენტო მართლა დაცული ტერიტორიების სააგენტო იქნება, თუ უბრალოდ იქნება რაღაც სამაკლერო კომპანია, რომელიც დაცული ტერიტორიების შირმის მიღმა ტერიტორიებს უბრალოდ ასხვისებს, ან მათ თავად ითვისებენ სააგენტოს ჩინოვნიკები“, - ამბობდა ცოტნე თვარაძე, სოფელ ბალდის მკვიდრი და პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, სასამართლოს დღევანდელი სხდომის წინ. მისი თქმით, მოსამართლეს ჰქონდა ყველანაირი საფუძველი ხელშეკრულების გასაუქმებლად.
ბალდის კანიონის მცველები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ იქამდე, ვიდრე ბუნების ძეგლი ხალხს არ დაუბრუნდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი და მის მიმდებარედ 24 130 კვმ მიწის ნაკვეთი, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ელექტრონულ აუქციონზე 2022 წლის 5 ნოემბერს გაიტანა. 29 ნოემბერს იჯარის ხელშეკრულება აუქციონის გამოცხადების შემდეგ დაფუძნებულ კომპანიასთან, შპს „კანიონი 350“-სთან გაფორმდა. „კანიონი 350“ აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო
ბალდის კანიონი 40 წლის ვადით ისე გასხვისდა, რომ არ ჩატარებულა კვლევები, რომლებიც დაგეგმილი პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე გავლენას შეაფასებდა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობა ჩართული არ ყოფილა. უფრო მეტიც, ადგილობრივებმა კანიონის გასხვისების შესახებ მხოლოდ 2023 წელს შეიტყვეს - მაშინ, როდესაც ბუნების ძეგლი შემოღობეს და ხალხს იქ შესვლა აუკრძალეს.
„კანიონი 350“-ის მესაკუთრეები დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და რუსეთში საქართველოს ფაქტობრივი ელჩი მამუკა მერკვილაძე არიან. მათ ბალდის კანიონზე 407 მეტრი სიგრძის როლერის ატრაქციის, კიდული და საცალფეხო ბილიკების მშენებლობა და იქ ბიზნესის კეთება სურს.
ბალდელებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პროექტი კანიონის ლანდშაფტს ცვლის და ანადგურებს. ისინი უკვე 725-ე დღეა უწყვეტ აქციას მართავენ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ.
ამ ხნის განმავლობაში პროტესტის ორგანიზატორებისა და მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციაში არაერთი საჩივარი შეიტანეს, ინვესტორი და მისი წარმომადგენლები ბალდის კანიონის მცველებს რამდენჯერმე დაესხნენ თავს და ცემეს, ერთ-ერთი მათგანი 98 დღე გაყალბებული მტკიცებულების საფუძველზე ჰყავდათ დაპატიმრებული.
