ეგორ კოჩიევმა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ საქართველოს მოქალაქეებს, სერგო მერაბაშვილსა და იასონ გენგიურს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან, „სასაზღვრო ნიშნის“ დაზიანების მცდელობისას დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„მათთან მიმართებაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ცხინვალის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მათ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფის მიერ“, - ციტირებს კოჩიევის განცხადებას ადგილობრივი მედია.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევში მცხოვრები სერგო მერაბაშვილი და იასონ გენგიური საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 16 სექტემბერს, მეჯვრისხევის მომიჯნავე, ოკუპირებულ სოფელ ღრომთან დააკავეს.
„საპა ცხინვალმა“ წყაროზე დაყრდნობით 3 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეები ძლიერ დათვრნენ, შემდეგ უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი და სცადეს სასაზღვრო საინფორმაციო ნიშნის დემონტაჟი, რაც ტელეფონით გადაიღეს. „საპამ“ ვიდეოც გამოაქვეყნა.
თავდაპირველი ცნობები, რომ საქართველოს დაკავებული მოქალაქეები მალევე „გააძევეს“ ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არ დადასტურდა და კოჩიევმა განმარტა, რომ ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაცია 17 სექტემბერს გაავრცელა.
