ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ გახსნილი 67 უბნიდან 58-ის შედეგები დაითვალა. წინასწარი მონაცემებით, საპარლმენტო არჩევნებში მონაწილე ემიგრანტების სულ მცირე 75%-მა ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
ამ დროისთვის, პარტიებს შორის ხმები ასე ნაწილდება:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 31.923% (8036 ამომრჩეველი)
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 19.843% (4995 ამომრჩეველი)
- „ძლიერი საქართველო“ – 14.667% (3692 ამომრჩეველი)
- „ქართული ოცნება“ – 15% (3776 ამომრჩეველი)
- „გახარია - საქართველოსთვის – 8.716% (2194 ამომრჩეველი)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზე მმართველი პარტიის მარცხი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების „ინფორმაციის დეფიციტით“ და „პროპაგანდის“ გავლენით ახსნა.
„ეს არის იმის ნიშანი, რომ ამ ადამიანებს აქვთ ინფორმაციის დეფიციტი. თქვენ იცით, რომ არის ნიაღვარი დეზინფორმაციის, პროპაგანდის. შენ, საბოლოო ჯამში, საკუთარი თვალით თუ ვერ ხედავ იმას, თუ რა ხდება ქვეყანაში, შეიძლება ბევრად უფრო მარტივად მოექცე ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ.
საქართველოშიც ძალიან ძლიერია პროპაგანდა. არის ნიაღვარი უხეში პროპაგანდის, არის ე.წ. ბულინგი და ა.შ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, საქართველოში მცხოვრები ადამიანები თავისი თვალით ხედავენ იმას, როგორ ვითარდება ეს ქვეყანა. ამიტომ, ამ პროპაგანდას აქვს ბევრად ნაკლები გავლენა საქართველოში მცხოვრებ ადამიანებზე, ვიდრე იმ ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ სხვა იურისდიქციის ქვეშ. შესაბამისად, ძალიან მარტივად აიხსნება ეს განსხვავება“, - განაცხადა კობახიძემ.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის,საზღვარგარეთ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. აღნიშნული უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ს შეადგენდა.
