საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მემონტაჟე-ოპერატორ გიგა კიტიას ერთი თვის ხელფასის 30% დაუქვითა, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას გაკეთებული განცხადების გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
გარდა ამისა, გიგა კიტიამ მიიღო გართხილება, რომ თუ დისციპლინარული სანქციის მოქმედების პერიოდში, ანუ 12 თვის განმავლობაში, „ანალოგიურ ან/და სხვა სახის დარღვევას“ ჩაიდენს, სამსახურიდან გაათავისუფლებენ.
„მე ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯერ კიდევ მოქმედი თანამშრომელი გიგა კიტია, რომელიც, სამწუხაროდ, იმ ტაშ-ფანდურიდან გესალმებით, რომელიც თქვენი და ზოგადად, ცხოვრება როგორი უნდა იყოს, ისეთი საქართველო იხატება, მაგრამ როგორი საქართველოა, იმაზე არაფერს არ გელაპარაკებათ“, - განაცხადა კიტიამ 29 ივნისს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე [სტილი დაცულია].
გიგა კიტიამ დღეს, 28 აგვისტოს გამოაქვეყნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თამარ შუბლაძის 28 ივლისით დათარიღებული წერილი, რომელშიც წერია, რომ მაუწყებლის თანამშრომელს არ აქვს უფლება ჩაატაროს საჯარო შეხვედრა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება დამსაქმებლის საქმიანობას, ხელმძღვანელობის წინასწარი თანხმობის გარეშე. ასევე, მან „ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს მაუწყებლის მიუკერძოებლობის და სამართლიანობის პრინციპები“.
გიგა კიტიას „დისციპლინური სანქცია“ მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა დააკისრა და სექტემბრის თვის შრომის ანაზრაურებიდან 30% ერთჯერადად დაუქვითა. ბერძენიშვილის 26 აგვისტოს ბრძანებაში საფუძვლად მითითებულია, რომ მემონტაჟე-ოპერატორმა „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებით“, დამსაქმებელს რეპუტაციული ზიანი მიაყენა.
ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს არაერთი თანამშომელი, ვინც პროევროპულ აქციებს უჭერდა მხარს.
