მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციაში, ინგუშეთში, რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება, რომელსაც დაახლოებით 100 მონაწილე დაესწრება. ამის შესახებ ინგუშეთის ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამ მალსაგოვმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმი წინასწარი ინფორმაციით, 28 სექტემბერს გაიმართება. 100-ზე მეტი მონაწილე იქნება. მათთვის ინტენსიური პროგრამაა დაგეგმილი“, - თქვა მალსაგოვმა თვის დასაწყისში გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ რესპუბლიკა აქტიურად ემზადება ფორუმის მასპინძლობისთვის:
„ჩვენ სრულად მომზადებულები ვართ, ყველა სადისტრიბუციო პროდუქტი უკვე დამზადებულია. ჩვენ ამას ძალიან ზედმიწევნით ვუდგებით. ვამზადებთ მეგობრობის პავილიონს, ანუ მონაწილეები ააწყობენ პავილიონს, ის წლების განმავლობაში დარჩება და წარმოაჩნეს ფორუმის ფარგლებში გაჩენილ მეგობრობას. კიდევ ბევრი კარგი იდეა არსებობს“.
რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის შესახებ ისაუბრა ინგუშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა მახმუდ-ალი კალიმატოვმაც. მისი თქმით, ეს საკითხი რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე იური ბალაშოვთან ერთად განიხილა.
„შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ღონისძიების თარიღებსა და პროგრამას განსაზღვრავს“, - განაცხადა კალიმატოვმა.
რესპუბლიკის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავარი აქცენტი კულტურულ გაცვლაზე, საგანმანათლებლო პროექტებსა და ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდაჭერაზე გაკეთდება.
„მე მჯერა, რომ ინგუშეთი თავისი მდიდარი ისტორიითა და კულტურით ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის შესანიშნავ პლატფორმად იქცევა.
ჩვენ შევქმნით ყველა პირობას ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის პროდუქტიული დიალოგისთვის.
საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობები კეთილმეზობლობის, პატივისცემისა და კულტურული გაცვლის პრინციპებზე იყო აგებული. ეს ძლიერი ისტორიული კავშირები ხელსაყრელ პირობებს ქმნის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისთვის“, - განაცხადა მახმუდ-ალი კალიმატოვმა.
რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული ფორუმი 2022 წლის დეკემბერში სანქტ-პეტერბურგში გაიმართა და მას პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძეც ესწრებოდა. ფორუმის მიზანია რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული თანამშრომლობის განვითარება, ორი ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებს შორის მეგობრული და პროფესიული კავშირების განმტკიცება.
