საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების 13 პროვაიდერი დააჯარიმა. სანქციების დაკისრების საფუძველი გახდა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომპანიებმა ვერ უზრუნველყვეს გარიგებების შესახებ ინფორმაციის სათანადო აღრიცხვა, შენახვა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენა. ჯარიმის ოდენობა დარღვეული პუნქტების შესაბამისად განისაზღვრა, რაც თითოეულ დარღვევაზე 3 000 ლარს შეადგენს.
დაჯარიმებულთა სიაში რამდენიმე ცნობილი ბიზნესმენისა და ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანია მოხვდა:
- შპს „უნიტრონი“ (Werty) - დაჯარიმდა 9 000 ლარით (3 დარღვევა). კომპანიის 100%-იან წილს „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ფლობს, დირექტორი კი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე მიშელი ივანიძეა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია მანამდე ჟურნალისტური გამოძიების ობიექტიც გახდა, სადაც საუბარი იყო სანქცირებული პირებისთვის მომსახურების გაწევასა და ე.წ. „რუხი კრიპტოვალუტის“ გადახურდავებაზე.
- შპს „ვაითბით ჯორჯია“ - დაჯარიმდა 3 000 ლარით. კომპანიის წილებს ბიზნესმენი ძმები, ლაშა (20%) და სულხან (30%) პაპაშვილები და უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ნოსოვი (50%) ფლობენ.
- შპს „კრიპტოტექ სოლუშენ“ - დაჯარიმდა 6 000 ლარით (2 დარღვევა). მისი 83%-იანი წილის მფლობელია კომპანია „ეგზაჯორჯია“, რომელიც ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაა.
ასევე 9 000 ლარით დაჯარიმდნენ: შპს „სპორტ ექსჩეინჯი“ - მფლობელი ვალოდია ვერულაშვილი, დირექტორი პაატა ვერულაშვილი (საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე); შპს „კრიპტო ჩენჯ ბათუმი“ - მფლობელი ანაიტ ქთოიანი; შპს „დიჯიტალ მარკეტს სოლუშენს“ - მფლობელი საფრანგეთის მოქალაქე სედრიკ რაშედი.
6 000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „სტელექსი“ - მფლობელი მარგარიტა ჯიშკარიანი და შპს „მატიო“ - მფლობელი და დირექტორი რატი მესხიშვილი.
პაპაშვილების კომპანიის გარდა, 3 000 ლარის ჯარიმა დაეკისრათ შემდეგ კომპანიებს: შპს „ბიტანიკა“ - მფლობელი გიორგი კაპანაძე; შპს „ბეთქეივ“ - მფლობელი გიორგი მაისურაძე; შპს „ბიტარი“ - მფლობელი ვახტანგ გელაშვილი; შპს „ფეიბით ჯორჯია“ - მფლობელები გიორგი ბიჭიკაშვილი და ირაკლი სიჭინავა; შპს „დიჯითალ პლათფორმ“ - მფლობელი შპს „დიჯიტალ სისტემსი“ (გიორგი დაუშვილი - 44%, თინათინ კვინტრაძე - 12%, რევაზ ლაშქარავა - 25%, ზურაბი ჩომახაშვილი - 10%, გიორგი თუშურაშვილი - 9%).
ამ თემაზე:
რუსეთის მხარდაჭერისთვის ბრიტანეთმა ქართული კრიპტო-კომპანიები დაასანქცირა
