„სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ გიორგი გახარიაზე პოლიტიკურ შურისძიებაში რეჟიმის თანამზრახველი აღმოჩნდა. მისი გულგრილობა უკვე გადაზრდილია „ოცნებასთან“ დანაშაულებრივ თანამზრახველობაში, რაზეც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება გარდაუვალი“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
სიჭინავა დღევანდელ ბრიფინგზე „შერატონ ბათუმიდან“ თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერების ამოღებას გამოეხმაურა.
„ერთი კვირაა, რეჟიმის მიერ ორგანიზებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების გადმოცემას ვითხოვთ, რასაც „შერატონ ბათუმი“ აუხსნელი მიზეზებით თავს არიდებდა. როგორც ხედავთ, ეს იყო გამოძიებისა და სასტუმროს კოორდინირებული მოქმედება, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მოეგოთ დრო და შესძლებოდათ ჩანაწერებთან ერთად სრული სერვერული ინფრასტრუქტურა ამოეღოთ, რათა ეს კადრები ჩვენთვის ხელმიუწვდომელი გამხდარიყო.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პროკურატურას ეს ინფორმაცია სასამართლოს ერთი განჩინებით უკვე გამოთხოვილი ჰქონდა და თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი იყო. მეორე განჩინებით, გუშინ, სახელდახელოდ ამოიღეს სრული სერვერული ინფრასტრუქტურა, რათა ეს კადრები ხელმიუწვდომელი გამხარიყო საზოგადოებისთვის და გიორგი გახარიასთვის“, - განაცხადა სიჭინავამ.
მისივე თქმით, ამოღებულ, ე.წ. ვინჩესტერებში ინახება დიდი მოცულობის პერსონალური ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ბოლო დღეებში სასტუმროში იმყოფებოდნენ.
ბერდია სიჭინავას შეფასებით, „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციის მოქმედებები აჩვენებს, რომ „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, შესაძლოა, წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები“ მათთან, რომ სასტუმროს სივრცეში გიორგი გახარიაზე თავდასხმისთვის ჩასაფრება მოეწყობოდა.
„ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმამდე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის დაზარალებული [ზვიად ქორიძე] მიზანმიმართულად მოაშორეს დანაშაულის ადგილს პოლიციის გამოძახების გარეშე, შეიარაღებული მოძალადეები დატოვეს ადგილზე და დაგეგმილი დანაშაულის განხორციელების შესაძლებლობა მისცეს, რა დროსაც საასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ფაქტობრივად უმოქმედოდ იდგნენ.
სასტუმროს თავდასხმისთანავე, მყისიერად არ გამოუძახებია პოლიცია და ადგილზე თითქმის ერთი საათის დაგვიანებით მისულ პოლიციას დაუცველი, პერსონალის მიერ უკვე დასუფთავებული შემთხვევის ადგილი დაახვედრეს.
სასტუმრო „შერატონიდან“ უახლოესი პოლიციის განყოფილება 700 მეტრში მდებარეობს. შემთხვევის ადგილზე პოლიციის განზრახ, დაგვიანებით მისვლამ თავდამსხმელებს ადგილიდან მიმალვის შესაძლებლობა მისცა.
ორგანიზებულ თავდასხმაში, მტკიცებულებების დამალვასა და განადგურებაში მონაწილე ვერცერთი პირი ვერ შეძლებს დამალვას და პასუხისმგებლობისგან გაქცევას“, - თქვა სიჭინავამ.
პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელსა და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას 15 იანვარს, გვიან ღამით, ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე. მანამდე იგივე ჯგუფ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს დაესხა თავს. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების მიმდინარეობის დეტალები უცნობია.