„ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის, გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილის მოადგილედ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი, გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
შსს-ს ცნობით, გიორგი ბახუაშვილს უწყებაში მუშაობის „მრავალწლიანი გამოცდილება“ აქვს. ბახუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო 2025 წლის სექტემბერშიც, როდესაც ივანიშვილმა საკუთარ რეზიდენციაში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს უმასპინძლა.
ბახუაშვილის კარიერა შინაგან საქმეთა სამინისტროში 2021 წლიდან იწყება, როდესაც ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში უფროს ინსპექტორად დაინიშნა. მანამდე, 2007-დან 2017 წლამდე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში უფროს ოფიცრად მუშაობდა. 2021-2026 წლებში ბახუაშვილი ძირითადად დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის მიმართულებით იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, მათ შორის - სამმართველოს განყოფილების უფროსის თანამდებობას. 2026 წლის აპრილის ბოლოს ის შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო მოგვიანებით, დეპარტამენტის დირექტორი გახდა.
დღეის მდგომარეობით, სულხან თამაზაშვილს 6 მოადგილე ჰყავს. მათგან ორი - გიორგი ბახუაშვილი და გაგა კირკიტაძე, უშუალოდ დასანქცირებული მინისტრის მმართველობის პერიოდში დაინიშნენ, ხოლო დანარჩენი ოთხი (ალექსანდრე დარახველიძე, როლანდ მესხი, გიორგი სახოკია და შალვა თადუმაძე) პოსტებს წინა პერიოდიდან ინარჩუნებს.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის მაღალ სახელმწიფო, განსაკუთრებით კი ძალოვან თანამდებობებზე დანიშვნა უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედი უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, წარსულში ივანიშვილის პირადი მცველი იყო. ანალოგიურად, პირადი მცველის პოზიციიდან დაწინაურდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაურიც.
