„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და საქართველოდან უკანონოდ გატანის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„პოლიციის მიერ ამოღებულია 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე დარახველიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით შემოვიდა სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, „სველი ხელსახოცებით“ იყო დატვირთული. პოლიციელებმა სატვირთო ბათუმში მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე დაათვალიერეს, რის შედეგადაც, შსს-ს თანახმად, სველი ხელსახოცის პაკეტებში, ფარულად მოთავსებული 2 907 შეკვრად დაფასოებული 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.
„სამართალდამცველების მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან,ასევე, ამოღებულია 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, – განაცხადა დარახველიძემ.
როგორც მან აღნიშნა, აქტიურად გრძელდება კომპლექსური ღონისძიებები, ნარკოდანაშაულში ჩართული პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
დაკავებულებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულები წარსულში ნარკოდანაშაულისთვის არინ ნასამართლევები.
