შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დაშლა სცადა და დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. ვითარება განსაკუთრებით დაძაბულია საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან, სადაც სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვეს. ათობით ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის დახმარება დასჭირდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ იმ დროს, როდესაც სპეცრაზმმა დარბევა დაიწყო, აქციაზე სიმშვიდე იყო და სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროება არ არსებობდა.
„წიწაკის სპრეის გამოყენება ისეთ მოწმენდილ ცაზე მოხდა, შოკში ვარ. რასთან დაკავშირებით დაიწყეს ეს მოქმედებები, გასაოცარია. ნამდვილად არაფერი ხდებოდა. ერთი ციცქნა პროვოკაციული ქცევა არ ყოფილა არავის მხრიდან. თვითონ დაიწყეს ტერიტორიის წმენდა, ალბათ, იმიტომ, რომ მშვიდობით გაატარონ მონები“, - განაცხადა ექიმმა ლალი ჯანაშიამ.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციოური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. აქციაზე დააკავეს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე. ის ამბობს, რომ სცემეს.
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და პერიოდულად სკანდირებენ „რუსებო!“.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკავონ „ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან“. როგორც უწყებაში აცხადებენ, აქციის მიმდინარეობისას დაშავებულია მათი ერთი თანამშრომელი.
„იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტთან მობილიზებულიები არიან დიდი რაოდენობით პოლიციელები. გარდა ამისა, განლაგებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაც დგას.
