შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა, 23-მა პირმა კი უარი თქვა შემოწმების გავლაზე. შსს ნარკოშემოწმების საფუძვლად გამკაცრებლ კანონმდებლობას ასახელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
„ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240 პირს, რომელთა საქმეები ქვემდებარეობის მიხედვით გადაგზავნილია სასამართლოში. ამასთან, 23-მა პირმა თავი აარიდა ნარკოლოგიურ შემოწმებას, რომლებიც ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები, რადგან ეს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმით არის გათვალისწინებული“, - აცხადებენ შსს-ში.
სამინისტროვე განცხადებით, დეზინფორმაციაა, რომ პოლიციის თანამშრომლები ნარკოლოგიური შემოწმებისთვის მხოლოდ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს აჩერებენ.
„ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური ცრუ კამპანია, რომ თითქოს სამართალდამცველები მხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ან რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებს ამოწმებენ, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა. შემოწმებული პირებიდან პოლიციელი ვერც გამოარჩევს და ვერც გამორიცხავს ადამიანს პოლიტიკური შეხედულების მიხედვით, რაც, თავის მხრივ, არავისთვის წარმოადგენს ინდულგენციას“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
8-9 ივლისს აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გააჩერეს. მათმა ნაწილმა ნარკოტესტზე უარი თქვა.
„მე და ჩემი ორი თანამებრძოლი რუსულ რეჟიმს გადავყავდით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადეთ და ამის შემდეგ ის მოცემული 4 საათიანი დრო, რომ გამოგვეყენებინა დამოუკიდებელი ექსპერტიზა, არც ის გამოვიყენეთ. ჩვენი პასუხი აის ცალსახა, რომ ჩვენ არ დავემორჩილებით იმ ბინძური და ღირსების შემლახავ პრაქტიკის დაბრუნებას საქართველოში, რომელსაც ცდილობს რუსული რეჟიმი“, - განაცხადა „ლელო - ძლიერი“ საქართველოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ოთო ფარულავა.
პოლიციის თანამშრომელმა სამოქალაქო აქტივისტ ბექა პაპაშვილს უთხრა, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. შემოწმების შედეგად მას ნარკოტიკების მოხმარება არ დაუდასტურდა.
პაპაშვილი და სხვა აქტივისტები მიიჩნევენ, რომ შსს აქციის მონაწილეთა დაშინებას და პროტესტის დისკრედიტაციას ცდილობს.
