კახეთის პოლიციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხუთი პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად კანაფის ჯგუფურად, უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირება, აღნიშნულ დანაშაულში დახმარება, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა ედებათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული არიან – 1985 წელს დაბადებული ლ.მ., 1989 წელს დაბადებული დ.მ., 2001 წელს დაბადებული რ.ჩ., 2003 წელს დაბადებული ხ.ს. და 1978 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ზ. ჩ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მათ დროებით სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფის“ უკანონო დათესვა-მოყვანასა და კულტივირებას ეწეოდნენ, შემდგომ კი მცენარე „კანაფს“, საცხოვრებელ სახლში, სპეციალურ მოწყობილ სათავსოში აშრობდნენ.
სამართალდამცველებმა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფის“ 1337 ძირი ნივთმტკიცებად ამოიღეს , ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი „მარიხუანა“ და „მარიხუანას“ დაფასოებისთვის განკუთვნილი სასწორი“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 25-265-ე პრიმა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
