უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კვირას, 11 სექტემბერს, კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შემდეგ, რუსეთს მიმართა. მისი განცხადებით, უკრაინა და ცივილიზებული სამყარო უკუნით სიბნელეშიც კი ნათლად ხედავს ამ ტერორისტულ აქტებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 6 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
„თქვენ კიდევ გგონიათ, რომ ჩვენ „ერთი ხალხი“ ვართ? კიდევ გგონიათ, რომ შეძლებთ ჩვენს შეშინებას, გატეხვას? იძულებას, რომ დათმობებზე წავიდეთ? მართლა ვერაფერი გაიგეთ? ვერ გაიგეთ ვინ ვართ, რისთვის ვართ, რაზე ვსაუბრობთ? სიტყვა-სიტყვით წაიკითხეთ:
გაზი გარეშე თუ თქვენ გარეშე? - თქვენ გარეშე.
შუქის გარეშე თუ თქვენ გარეშე? - თქვენ გარეშე.
წყლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? - თქვენ გარეშე.
საკვების გარეშე თუ თქვენ გარეშე? - თქვენ გარეშე.
სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ჩვენთვის ისეთი საშიში და მომაკვდინებელი არ არის, როგორც თქვენი „მეგობრობა და ძმობა“.
მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ჩვენ გვექნება გაზი, შუქი, წყალი და საკვები... თქვენ გარეშე“.
უკრაინის კონტრშეტევის და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ, კვირას, ღამის საათებში რუსეთმა თბოელექტროსადგურები და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბა დნეპროპეტროვსკის, ხარკივის, სუმის, ზაპოროჟიეს და პოლტავის ოლქებში. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სარაკეტო დარტყმების შედეგად ხარკივისა და დონეცკის ოლქები სრულად ჩაბნელდა, ზაპოროჟიეში, დნეპროპეტროვსკსა და სუმიში კი ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები დაფიქსირდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკივისა და დონეცკის ოლქებში დასახლებული პუნქტების გათავისუფლებას აგრძელებენ. გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტები ოცზე მეტი დასახლებიდან გააძევეს და გათავისუფლებულ ადგილებზე სრული კონტროლი დაამყარეს. „უკან დახევის დროს რუსული ჯარები ნაჩქარევად ტოვებენ პოზიციებს და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან რუსეთის ფედერაციაში გარბიან. ეს ტენდენცია გრძელდება“, – აცხადებენ გენშტაბში.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დასრულების შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები შეუძლებელია. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ჯერ უკრაინის ტერიტორიები უნდა დატოვოს და ტერორისტივით აღარ უნდა იქცეოდეს: „ომის დამთავრება ჩვენ გვინდა, მაგრამ შეიცვალა სივრცე, შესაძლებლობები. საზოგადოებას არ უნდა ტერორისტებთან საუბარი, თუმცა ტერორისტებთან ურთიერთობაც კი შესაძლებელია, რადგან მათ იციან, რა სურთ“.
რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინული მხარის მონაცემებით, ამ პერიოდში რუსეთმა თითქმის 53 ათასი ადამიანი დაკარგა.
