„ქართული ოცნების“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, „მტკნარი სიცრუა“, თითქოს, ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 3 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
- 4 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 5 არასამთავრობოები: ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზე დავა ანტიკონსტიტუციურია
- 6 აშშ-ის სანქციების შემდეგ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის
როგორც მათითაშვილმა თქვა, ამ საკითხზე „ძალიან ტყუილი აჟიოტაჟია“ ატეხილი „რადიკალი“ ოპოზიციის მიერ.
„ცვლილება, რომელიც ეხება საქართველოს საზღვრებს შიგნით მხოლოდ არჩევნების ჩატარების წესს, განმარტეს იმგვარად, თითქოს, ჩვენ ჩვენს ძვირფას ემიგრაციას ვართმევდით რაიმე ფორმით არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, რაც არის მტკნარი სიცრუე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ამაზე დიდი პოლიტიკური მოვლენა“ არ არსებობს, რადგან ის „მომავალი 4 წლის განმავლობაში განსაზღვრავს ქვეყნის ბედ-იღბალს“.
„ამიტომაც იმ ერთ დღეს, როდესაც ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს, როდესაც ნებისმიერ პირს - და გამორჩეულად კიდევ ჩვენს არარეზიდენტ ძვირფას მოქალაქეებს, რომლებიც არ ცხოვრობენ ქვეყნის ფარგლებს შიგნით, აქვთ გამორჩეულად ემოციური დამოკიდებულება საკუთარ სამშობლოში მიმდინარე მოვლენებთან, მათ მიერ ხმის მიცემა უნდა იყოს გამორჩეულად გააზრებული, უნდა იყოს ცარიელი, დაცლილი ყოველგვარი პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლებისგან“, – განაცხადა მათიკაშვილმა და დასძინა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ადამიანი „ნებსით თუ უნებლიედ იქ არსებული მმართველობითი კონიუქტურიდან იღებს გავლენას“.
„რამდენად ბოლომდე ემორჩილება და ექვემდებარება, ეს თითოეულ ადამიანზეა ინდივიდუალურად დამოკიდებული, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გავლენა იქ ყოველთვის არის. ერთია ეს შეუმჩნეველი გავლენა, მეორეა პირდაპირ ჩარევის მცდელობა, რომელიც აგერ, წინა საპარლამენტო არჩევნებზე, მაგალითად, მიხაელ როთის მონაწილეობის ჭრილში - ადამიანისა, რომელიც გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, პირდაპირი ჩარევა და მცდელობა არჩევნებში უხეში მონაწილეობის მიღებისა მთელმა საზოგადოებამ დაინახა. მითუმეტეს, 21-ე საუკუნის გამოწვევები, რაც არის ტექნოლოგიური გამოწვევები არჩევნებში ჩაურევლობის და ა.შ.
ეს ყველა ჩემს მიერ ნათქვამი არგუმენტი და კიდევ ამის გარდა ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ ამ თემაზე, ერთსა და იმავეს უსვამს ხაზს, რომ ის მნიშვნელოვანი გამოცდილება და პრაქტიკა, რაც არის ირლანდიაში, ისრაელში, მალტაზე, სასომხეთში, საარჩევნო პროცედურების სწორედ ამგვარად დაგეგმისა, რომ უცხოეთში აღარ გაიხსნება საარჩევნო უბნები და იმ ერთ დღეს, 4 წელიწადში ერთხელ, მიუხედავად გარკვეული გამოწვევისა და პრობლემატიკისა - ახლა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ მანძილზე მოგზაურობა, ცხადია, არის გარკვეულ გამოწვევებთან დაკავშირებული, მომზადებასთან დაკავშირებული, ხარჯებთან დაკავშირებული - ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ერთი - არჩევანი უნდა იყოს გაკეთებული სრულიად თავისუფლად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, იმ მდგენელის გათვალისწინებით, რაც არის საქართველოში და რაც მხოლოდ აქ ჩამოსვლით - თუნდაც ერთი დღით, თუნდაც ორი დღით ჩამოსვლით შეიგრძნობა და ეს ყველაფერი უცხოეთში ვერ იგრძნობა, ხომ? ამ და კიდევ სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე იყო, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
„ოცნების“ დეპუტატის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების კიდევ ერთი საფუძველი იყო ნების გამოვლენის თავისუფლებაში საქართველოს მოქალაქეების „თანაბრობა“.
„რუსეთში, ჩვენ კარგად ვიცით, რომ 100 ათასობით ქართველი ცხოვრობს და არარსებული დიპლომატიური ურთიერთობის გათვალისწინებით, ისინი მუდამ იყვნენ მოკლებული იქ, ადგილზე ხმა მიეცმათ, ისინი იყვნენ იძულებული, ვისაც სურდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ჩამობრძანებულიყვნენ საქართველოში და აქ მოეხდინათ მათი კონსტიტუციური უფლების რეალიზება. ანალოგიურად დღეს მოხდება ყველა ჩვენი ემიგრანტის მიმართ - 4 წელიწადში ერთხელ არარეზიდენტი მოქალაქეები, ვისაც სურვილი ექნებათ აი, ამ მნიშვნელოვან ეროვნულ პოლიტიკურ და სოციალურ პროცესში, რომელსაც ჰქვია არჩევნები, მიიღონ მონაწილეობა, ერთხელ მაინც ჩამობრძანდნენ საქართველოში და აქ განახორციელონ ეს უფლება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
„ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.
