რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ სოხუმის მერს, თემურ აგრბას დაავალა, „თავისუფლების მოედანზე“, მინისტრთა საბჭოს ყოფილ შენობასთან დაკავშირებით საუკეთესო პროექტის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„30 წელზე მეტია ეს შენობა სავალალო მდგომარეობაშია და არღვევს დედაქალაქის იერსახეს“, - განაცხადა გუნბამ და აღნიშნა, რომ შენობის რეკონსტრუქცია, ან მთავარ მოედანზე ახალი ობიექტის მშენებლობა არა მხოლოდ სოხუმის, არამედ „მთელი ქვეყნის აღორძინების სიმბოლო უნდა გახდეს“.
ამასთან, დე ფაქტო პრეზიდენტმა სოხუმის მერს დაავალა რეკონსტრუქციის ან ახალი ობიექტის მშენებლობის დროს შენარჩუნებული იქნეს შენობის მარჯვნივ და მარცხნივ არსებული ორვე ფრთა, რადგან ისინი „ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი.

სოხუმის ცენტრში, ყოფილ ლენინის მოედანზე მინისტრთა საბჭოს 12-სართულიანი შენობა 1981 წელს, ხოლო გვერდითი შენობები 1935 წელს აშენდა. შენობა 1993 წლის სექტემბეირს ბოლოს, ომის დროს ნაწილობრივ დაიწვა. მას შემდეგ ის მიტოვებულია და ავარიულ მდგომარეობაშია.
დე ფაქტო ხელსიუფლებას შენობის აღდგენის გეგმები აქამდეც გაჟღერებია. ორი წლის წინ, მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებას, რომ შენობაში სასტუმროს განთავსება განიხილებოდა, საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.
