სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ უწყების ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. სუს-ის განცხადების მიხედვით, მდინარაძემ ერთი შეხვედრა გამართა, თუმცა, ვისთან – დასახელებული არ არის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.
აშშ-ში მამუკა მდინარაძის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ გაავრცელა. შარაშიძის თქმით, მდინარაძე „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს „შიკრიკად“ ჰყავდა გაგზავნილი.
სუს-ის დღევანდელი განცხადების შემდეგ, ოპოზიციური პარტია ითხოვს, განმარტებას, ვის შეხვდა მდინარაძე.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ საზოგადოებას საჯაროდ ვაცნობეთ, რომ ივანიშვილის მიერ სუს-ის ხელმძღვანელი წარგზავნილი იყო შეერთებულ შტატებში შიკრიკად, რაც მაშინ მყისიერად უარყო სუს-ის წარმომადგენლობამ. ფაქტობრივად, დღეს მათ მოუწიათ თავიანთი ინფორმაციის უარყოფა და დაადასტურეს, რომ მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, კეთილი ინებონ და საზოგადოებას აუხსნან, თუ რა მიზნებისთვის იმყოფებოდა და ვისთან ჰქონდა შეხვედრები სუს-ის ხელმძღვანელს“, – განაცხადა „საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ.
ამ საკითხზე კომენტარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. შეკითხვაზე, აშშ-ში მდინარაძის ვიზიტისას ხომ არ განიხილებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნის საკითხი, მან თქვა, რომ „სუს-ის განცხადებაში მოცემულია ვიზიტის მიზანი, საფუძველი და შინაარსი“.
