სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სხვადასხვა ქსელურ სუპერმარკეტსა და სადისტრიბუციო კომპანიაში შევიდა. როგორც სუს-ში აცხადებენ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების ამოღება მიმდინარეობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
- 4 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 5 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 6 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
„რითელი ასოციაციამ“, რომელიც ათზე მეტ მსხვილ სასურსათო ქსელურ მაღაზიას აერთიანებს, განცხადებას გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 22 იანვარს, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შესაბამისი განჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები.
„ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების სრული დაცვით“, - განაცხადეს ასოციაციაში.
ამ დროისთვის სუს-ის შესვლა დაადასტურეს „აგროჰაბმა“, „ფრესკომ“ და „დეილიმ“.
„სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურიდან იყვნენ მოსულები, ანტიკორუფციულიდან. დოკუმენტები და პროგრამული ბაზები მოითხოვეს. გავამზადებთ დოკუმენტაციას და მივაწვდით. რაზეც არის ეს პერიოდი საუბარი, მაღალ ფასებთან დაკავშირებით, მაგასთან კავშირშია ზუსტად. შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ“, - უთხრა გიორგი ჯაშიაშვილმა, „აგროჰაბის“ დირექტორმა ტელეკომპანია „პირველს“.
კომპანიებში სუს-ის წარმომადგენლების შესვლას წინ უძღოდა 21 იანვარს „სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის“ სხდომა, რომელსაც სასურსათო ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
„ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში - 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. შეხვედრას სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძეც ესწრებოდა.
გასული წლის ბოლოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ აღიარა, რომ სასურსათო პროდუქტების „ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია“. კობახიძის თქმით, სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ია.
სუს-ში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების საკითხს „თავისი კომპეტენციის ფარგლებში“ სწავლობენ.
