შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტაილანდელი მოგზაური, რომელსაც ოჯახი ეძებდა, დაახლოებით ორი კვირის წინ, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
ტაილანდურ მედიაზე დაყრდნობით, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახი საქართველოში ტაილანდელი მოგზაური იუთუბერის, ჰლუნ სოლოს (Hlun Solo) პოვნაში დახმარებას ითხოვდა.
როგორც ირკვევა, ჰლუნ სოლო საქართველოში მარტო ჩამოვიდა მოგზაურობის შესახებ YouTube-ვიდეოების გადასაღებად. მისმა ძმამ, რომელიც სოციალურ ქსელში პოსტებს Klose Mos-ის სახელით აქვეყნებს, საზოგადოებას დახმარებისთვის 28 ივლისს, გუშინ მიმართა.
„მასთან ბოლო კონტაქტი 2026 წლის 13 ივლისს შედგა. მას შემდეგ ვერ ვახერხებთ დაკავშირებას ტელეფონით ან რაიმე ონლაინ არხით და ჩვენი ოჯახი უკიდურესად შეშფოთებულია. თუ ვინმე იმყოფება საქართველოში, აქვს რაიმე ინფორმაცია, უნახავს ის ან შეუძლია რაიმე მცირედი მინიშნების მოწოდებაც კი, გთხოვთ, პირდაპირ დამიკავშირდეთ ან დაუყოვნებლივ დააკომენტაროთ ამ პოსტზე“, - წერდა მისი ძმა.
ჰლუნ სოლო სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის შესახებ ვიდეოებს აქვეყნებს და მის YouTube-არხს მილიონამდე გამომწერი ჰყავს.
