19 წლის ბრიტანელი გოგო, ბელა მეი კალლი, რომელიც საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული და 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
ბელა მეი კალლი 36 კვირის ორსულია. 12 კილოგრამამდე „მარიხუანის“ და 2068 კგ „ჰაშიშის“ საქართველოში შემოტანის ბრალდებით ის ექვსი თვის წინ, 10 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
დღეს, 3 ნომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბელა მეი კალლი დამნაშავედ ცნო და ხუთი თვით და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც მან საპატიმრო დაწესებულებაში უკვე გაატარა.
ამასთან, საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, მოზარდის ოჯახმა 500 000 ლარის (დაახლოებით 137 000 ფუნტი სტერლინგი) ჯარიმა გადაიხდა.
პროკურორ ვახტანგ ცალუღელაშვილის თქმით, საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღების დროს „გათვალისწინებული იქნა ბრალდებულის აღიარება, მისი ასაკი, მდგომარეობა“.
„მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, რომ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა ნარკოტიკული საშუალებები. დაასახელა თავისი კონტაქტები, რასთან დაკაშირებითაც საქმიდან გამოყოფილია სხვა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება“, - აღნიშნა ცალუღელაშვილმა.
ახალგაზრდა ქალმა თბილისის საქალაქო სასამართლო დედასთან და ადვოკატთან ერთად დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს გათავისუფლებას არ ელოდა.
კალლი, რომელიც ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე თისაიდიდანაა, დაკავების შემდეგ ბრალს არ აღიარებდა. როგორც ის ამბობდა, ტაილანდში აწამეს და ნარკოტიკების საქართველოში შემოტანა აიძულეს.
