საქართველოში აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობის საქმეზე უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ პროკურატურას მიმართავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია აცხადებს, რომ ვარკეთილში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალის საქმეში იკვეთება ფემიციდის ნიშნები და ე.წ. „ღირსების დანაშაულის“ მოტივები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
როგორც ბაია პატარაია ჰყვება, ახალგაზრდა ქალი აზერბაიჯანიდან საქართველოში „ახალი ცხოვრების“ დაწყების იმედით ჩამოვიდა, თუმცა აღმოჩნდა ძალადობრივი ურთიერთობის მსხვერპლი. პატარაიას ინფორმაციით, გოგო ჯერ შეყვარებულმა მიატოვა, შემდეგ კი ის ნათესავმა „დახმარების“ საბაბით წაიყვანა, სადაც მოკლული იპოვეს.
„საფარის“ ხელმძღვანელი ხაზს უსვამს გარდაცვლილის ოჯახის პოზიციას, რომელიც ფემიციდის ფაქტს „ღირსების დანაშაულად“ მიიჩნევს და დამნაშავეს ამართლებს.
„რამდენიმე დღის წინ რუსი ინფლუენსერი დამიკავშირდა ინსტაგრამზე და მთხოვა გამერკვია და მერე საზოგადოებისთვის მეცნობებინა შემზარავი ფემიციდის შესახებ. ამბავი ასეთია: აზერბაიჯანიდან ერთი ახალგაზრდა, ლამაზი, ობოლი გოგო შეყვარებულმა გამოიტყუა. საქართველოში ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ ერთადო. მანამდე ეს გოგო სხვაზე დანიშნეს ნათესავებმა, რომელმაც ამ გოგოსგან ვალი აიღო და აღარ დაუბრუნდა. მოკლედ, ასე სიყვარულს და ახალ ცხოვრებას მინდობილი ჩამოვიდა. შეპირებული სამსახური არ გამოვიდა, როგორც კი ფული გამოელიათ და ამ გოგოს აიფონი დაალომბარდა შეყვარებულმა ბიჭმა, მანამდე მაგრად სცემა ეს გოგო, დააგდო ქუჩაში და მარტო დაბრუნდა აზერბაიჯანში.
ნაცემი და უცხო ქვეყანაში უყველაფროდ დატოვებული აზერბაიჯანელი გოგო ერთმა კეთილმა სომეხმა ქალმა შეიფარა, თავისი აზერბაიჯანელი დაქალიც მოუყვანა კარგად საკომუნიკაციოდ და ნათესავებთან დაარეკინა. ჩამოვიდა ნათესავი, ახალგაზრდა კაცი, ბინას ვუქირავებო და რამდენიმე თვეში უკან გავაბრუნებ აზერბაიჯანში, როცა სიტუაცია დაწყნარდებაო და წაიყვანა ეს გოგო. თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ ეს გოგო მალევე გაქრა. აზერბაიჯანიდან უმცროსმა დამ ძებნა რომ დაუწყო, ამ სომეხ ქალს დაურეკა, მეორეა დღეა ვერ ვეკონტაქტები და იქნებ ვარკეთილში ბინაში მიაკითხოთო. მივიდა ეს სომეხი ქალი, კარი არავინ გაუღო, მეზობლებში გაარკვია, რომ დიდი ჩხუბის ხმა ისმოდა წინა ღამეს. (ცხადია, პოლიციას არავინ გამოუძახა. ეს ჯერ ვერ ვისწავლეთ ამ ქვეყანაში). დარეკა ამ სომეხმა ქალმა პოლიციაში, პოლიციამ შეამტვრია კარი და მოკლული გოგო იპოვა ბინაში. მკვლელი თურქეთში გაიქცა. გამოცხადებულია ძებნა“, - აცხადებს ბაია პატარაია.
„საფარმა“ უკვე გაუგზავნა პროკურატურას შესაბამისი ორდერი, რათა გარდაცვლილის დის სახელით საქმეში ჩაერთოს და საქმის მასალებზე წვდომა მიიღოს.
„ახლა პროკურორის გადასაწყვეტია, მოგვცემენ თუ არა უფლებას ვიყოთ ამ საქმეში იურისტებად, რადგან მოკლულის ერთადერთი ოჯახის წევრი აზერბაიჯანშია და ჯერ ის უნდა იქნეს აღიარებული უფლებამონაცვლედ. მოვუწოდებ პროკურატურას, ჩაგვრთოს საქმეში, რათა მოგვცეს საშუალება, შევისწავლოთ საქმის მასალები იმ ფემიციდის, რომელიც უკვე სამ ქვეყანას ეხება“, - აღნიშნავს პატარაია.
ფემიციდი, როგორც გენდერული მოტივით ჩადენილი ქალთა მკვლელობა, საქართველოს კანონმდებლობით დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.
