თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 19 წლის გოგო დაშავდა. სხეულის თითქმის 50%-იანი დამწვრობით ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 5 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 6 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
ლოტკინის დასახლებაში ორი აფეთქება 24 სექტემბერს, გამთენისას მოხდა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და კომერციული ფართები. რგოორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
„სასწაულებრივად გადავრჩით. კარგად ვართ, მადლობა ღმერთს. ეს არის შედეგი უპასუხისმგებლობის, უნიათობის, აღარ ვიცი, რა დავარქვა ადამიანების ასეთ გაწირვას და ფეხებზე დაკიდებას. წუხელ ჩვენ წინ შენობა აფეთქდა, 19 წლის გოგო დაიწვა. გადარჩა, საბედნიეროდ. ამის შემდეგ, ისევ გაზის სუნი რომ იყო, სამაშველოს ვუთხარი: სუნია გაზის და გადაამოწმეთ ყველაფერი-თქო. იქედნურად ზურგი მაქცია და - 114 [„თბილისი ენერჯი“] იყო, გადაკეტა და საფრთხე აღმოფხვრილიაო, ეს სუნი გაიფანტა უბრალოდო“, - ამბობს ლაშა შეროზია. მისი თქმით, ამის შემდეგ მოხდა მეორე აფეთქება.
ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში იგივეს აცხადებს სამღერეთის ქუჩის კიდევ ერთი მცხოვრები: „პოლიცია იდგა აქ, ყველა მოსული იყო. ჩვენ ვიძახდით „აქ სუნია, შიგნითკენ“, მაგრამ გვითხრეს, შევამოწმეთ და არაფერიაო. გამყიდველი იქიდან იძახდა, არ არის შემოწმებული, არავინ შემოსულაო. ექვსი საათის შემდეგ მეორე შენობა აფეთქდა“.
„ადამიანებად გვცნონ - მარტო საარჩევნოდ არ არის ხმები საჭირო - და საქმის კურსში ჩაგვაყენეონ, რა მოხდა და რა იქნება. არ არის აუცილებელი ბომბი ჩამოვარდეს - აგერ, აგვიფეთქდა ყველაფერი“, - განაცხადა კიდევ ერთმა ადგილობრივმა.
დაშავებული გოგონა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. ექიმ გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მას სახე, ზემო კიდურები, გულ-მკერდისა და ზურგის ნაწილი აქვს დამწვარი, ასევე, აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება.
თბილისის მერია მომხდარს ჯერ არ გამოხმაურებია. განცხადება არ გაუვრცელებია არც „თბილისი ენერჯის“ - კომპანიას, რომელსაც გაზის უსაფრთხოების შემოწმება ევალდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას და გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
