საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტსა და პირველ ლედის, მეჰრიბან ალიევას, „ქართული ოცნებიდან“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
ვიზიტის ფარგლებში, ილჰამ ალიევმა პირისპირ შეხვედრა გამართა მიხეილ ყაველაშვილთან. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და სხვადასხვა სფეროში მიმდინარე წარმატებული თანამშრომლობა. ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობას საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური ცვლილებების ფონზე. მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა ილჰამ ალიევის მიერ პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო გამოხატული გულწრფელი თანაგრძნობისთვის.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება და მისი მრავალმხრივი განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოგვიანებით ირაკლი კობახიძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. დაგეგმილია ასევე გმირთა მემორიალისა და ჰეიდარ ალიევის ხსოვნის პატივგება.
აზერბაიჯანის დელეგაციაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები.
პრეზიდენტის ვიზიტს წინ უძღოდა რეზონანსული მოვლენა - 5 აპრილის ღამეს საქართველოდან აზერბაიჯანში გააძევეს ჟურნალისტი აფგან სადიგოვი. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გადაწყვეტილება ღამის 04:00 საათზე გამოაცხადა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აკრძალვა ჟურნალისტის ექსტრადიციაზე, სადაც მას პოლიტიკური დევნა და წამების საფრთხე ემუქრება.
პარალელურად, აზერბაიჯანული სამთავრობო მედია პოზიტიურად აფასებს თბილისსა და ბაქოს შორის არსებულ „სატრანზიტო რევოლუციას“. „ვიდრე მსოფლიოში სავაჭრო მარშრუტების გადანაწილებაზე დავები გრძელდება, აზერბაიჯანი და საქართველო აკეთებენ იმას, რაზეც სხვები მხოლოდ საუბრობენ – ისინი საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას რეალურ შემოსავლად და გავლენად აქცევენ. ეს ქვეყნები უკვე აღარ არიან უბრალოდ პარტნიორები შუა დერეფანში – ისინი ამ მარშრუტის ხერხემლად იქცნენ“, – წერს trend.az. რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანული სამთავრობო მედია სომხეთთან სატრანზიტო ტარიფების საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდა და „მშვიდობის წინააღმდეგ“ მოქმედებაში ადანაშაულებდა.
