პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ და მის ჰოლდინგში შემავალი სხვა მედიასაშუალებების, მათ შორის GDS-ის, მფლობელი შპს „პრაიმ მედია გლობალი“ გახდა, რომელმაც 100%-იანი წილი სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად შეიძინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 2 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 3 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 4 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 5 საპროცესო შეთანხმების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
- 6 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, შპს „პრაიმ მედია გლობალსა“ და ჰოლანდიაში რეგისტრირებულ „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-ის შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 2026 წლის 30 იანვარს გაფორმდა. ნასყიდობის საგანი შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-იანი წილი იყო.
„ტელეიმედის“ გარდა, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ფლობს კიდევ 8 კომპანიას, ესენია: შპს „რადიო იმედი“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“, შპს „ტელეკომპანია აისი“ ააიპ საქველმოქმედო ფონდი იმედი, შპს IMEDI FILMS, შპს „ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა“, შპს „თაჩ მედია“ და შპს „უნიმედია“ (50%-იანი წილი).
ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შპს „პრაიმ მედია გლობალმა“ იკისრა ვალდებულება, მომდევნო სამი თვის ვადაში, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-იანი წილიდან 50% საკუთრებაში გადასცეს ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურ დირექტორს, მაია ლომიძეს (10%) და მის ოთხ მოადგილეს - ვასილ კალანდარიშვილს (10%), ირაკლი ჩიხლაძეს (10%), ნათია სონღულაშვილსა (10%) და მაია ჩიგოშვილს (10%).
6 თებერვალს ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომ მან და მისმა ბიზნეს-პარტნიორებმა „ჰანიველ პარტნერსს“-დან, „გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ“, ტელეკომპანიასთან „დამშვიდობება“ გადაწყვიტეს. „ჰანიველ პარტნერსს“-ი ტელეკომპანია „იმედს“ მისი ერთ-ერთი კომპანიის, „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-ის მეშვეობით ფლობდა.
რუხაძის თქმით, არ იყო ადვილი ახალი მფლობელის პოვნა, „რომელიც ერთი მხრივ ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში“.
„საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა „პრაიმ მედია გლობალზე“. კომპანიაზე, რომელიც მრავალი წელია თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
2019 წელს დაფუძნებული შპს „პრაიმ მედია გლობალის“ 100%-იანი წილის მფლობელი ილია მიქელაიშვილია, რომელიც წილებს ფლობს შემდეგ კომპანიებში: შპს „აი ტი თრეიდი“ და შპს „პირველი“.
იმ შემთხვევაში, თუ „პრაიმ მედია გლობალი“ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მის საკუთრებაში გადასულ წილებს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპში“ გაასხვისებს/გაყიდის, ვალდებული იქნება „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-ს მიღებული შემოსავლის 50% გადაუხადოს.
გარდა ამისა, „პრაიმ მედია გლობალმა“ იკისრა ვალდებულება, რომ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ შვილობილი კომპანიების ეთერი არ იქნება გამოყენებული „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-ის და მასთან დაკავშირებული კომპანიების საწინააღმდეგოდ - აქ იგულისხმება ირაკლი რუხაძეც.
„ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები როგორც ტელეკომპანია „იმედთან“, ასევე მთლიანად ჰოლდინგთან მიმართებით. ვაპირებ სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას და არხის კიდევ უფრო გაძლიერებას. მეორე მხრივ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,რომ დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა“, - განაცხადა „პრაიმ მედია გლობალის“ მფლობელმა, ილია მიქელაიშვილმა.
მისი თქმით, ირაკლი რუხაძესთან მოლაპარაკებები მრავალი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ „ტელეიმედს“ სახელმწიფოს წინაშე მილიონობით ლარის დავალიანება აქვს.
