თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძემ ტელეწამყვანი და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი 3 დღით დააპატიმრა. ჟურნალისტს ხელბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს და მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნანუკა ჟორჟოლიანს გასული წლის 16 დეკემბერს, „ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდა.
დაკავებულის ინტერესების დამცველი, თეონა ზაქარაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და მის გასაჩივრებას გეგმავს:
„ეს არის სადამსჯელო ღონისძიება - სამი დღე ადმინისტრაციული პატიმრობა. სასამართლოს დადგენილებებით დღეს ნათელია, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება აღარ არსებობს და ეს არის ბლანკეტური აკრძალვა. ვაპირებთ, ყველა შესაძლო ინსტანცია გამოვიყენოთ. ეს გულისხმობს გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში და, შანსის არსებობის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმებსაც მივმართავთ. ეს გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა და ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციას, ისე სტრასბურგის სასამართლოს მიერ უკვე დადგენილ პრაქტიკას“, - განაცხადა ადვოკატმა.
თეონა ზაქარაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მოსამართლე მაკარიძე არ დაინტერესებულა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებითა და ნანუკა ჟორჟოლიანის ახსნა-განმარტებით. მისივე თქმით, სასამართლომ უგულებელყო თავად შსს-ს მიერ წარდგენილი ვიდეომტკიცებულებაც, რომელიც ნათლად აჩვენებდა, რომ ჟორჟოლიანი იდგა კიბეების ზემოთ ტერიტორიაზე, რაც კანონით დასჯადი არ არის.
სასამართლო პროცესზე ჟორჟოლიანმა მოსამართლეს უთხრა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები ახალი მიღებული იყო და აქციის მონაწილეებმა არ იცოდნენ, კონკრეტულად სად ეკრძალებოდათ დგომა. მან გაიხსენა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის განმარტება, რომ დგომისთვის აკრძალული ტერიტორიები უახლოეს დღეებში განისაზღვრებოდა და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა.
2025 წლის 10 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონით, ტროტუარზე შეკრება აიკრძალა. იმ შემთხვევაში, თუ აქცია იმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი ვალდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს წერილობით მიმართოს და 5 დღით ადრე გააფრთხილოს. სამინისტროს მიენიჭა უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება ხალხის ან ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნაზე, თუ მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, მისი ჩატარება სხვანაირადაც შესაძლებელია. პოლიცია დემონსტრანტებს „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს აძლევს, რის შემდეგაც იწყებს მათ პასუხისგებაში მიცემას.
გზის გადაკეტვის ან ტროტუარზე პროტესტის წესის პირველი დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. იმ შემთხვევაში კი, თუ პირი იმავე წელს განმეორებით დაარღვევს აღნიშნულ წესს, სასჯელის ზომად უკვე 1 წლამდე ვადით პატიმრობა განისაზღვრება.
ამ რეპრესიული კანონის საფუძველზე, საქართველოში პატიმრობა უკვე ათობით მოქალაქეს შეეფარდა.
