„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, შპს „აფომ“, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ყოფილი ბიზნესპარტნიორის და მეგობრის, გიორგი აფაქიძის მამა, ამირან აფაქიძე ფლობს, გადელიას მერობის პერიოდში, 2021 წლიდან დღემდე, მერიისგან 5 293 214 ლარის ღირებულების 20 ტენდერი და 1 821 626 ლარის 14 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
შპს „აფო“ 2014 წელს დაფუძნდა და მისი ერთადერთი მფლობელი და ხელმძღვანელი ამირან აფაქიძეა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ამ პერიოდში კომპანიამ ჯამში 13060 144 ლარის ღირებულების 99 ტენდერი მოიგო და 3 289 633 ლარის 42 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
„მოგებული ტენდერებიდან შპს „აფოს“ 41-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 14 შესყიდვა კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.
ამირან აფაქიძის შვილის, გიორგი აფაქიძის ბიზნესპარტნირი იყო სენაკის დღევანდელი მერი, ვახტანგ გადელია. მათ 2017 წელს დააარსეს კომპანია „სამშენებლო ჯგუფი“. 2019 წელს გადელიამ თავისი წილი უსასყიდლოდ გადასცა გიორგი აფაქიძეს და ამავდროულად შეიცვალა კომპანიის სახელიც - მას „ვერტისოლი“ ეწოდა.
შპს „ვერტისოლიც“ აქტიურად მონაწილეობს ტენდერებში და შემსყიდველ ორგანიზაციებს ძირითადად ფარდა-ჟალუზებს აწვდის. 2018 წლიდან დღემდე კომპანიამ ჯამში 1 257 385 ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო, ასევე მიიღო 265 557 ლარის ღირებულების 105 გამარტივებული შესყიდვაც.
კომპანიის მფლობელი, გიორგი აფაქიძე ფიქსირდება პოლიტიკურ შემწირველებს შორისაც - 2025 წელს მან პარტია „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანტიკორუფციულ ბიუროს და პროკურატურას მოუწოდებს, შეისწავლონ თითოეული შესყიდვა და დაადგინონ, შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს.
