„დღეს არის ძალიან დიდი გამარჯვების დღე. მიუხედავად ძალადობისა, გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვა საქართველომ“, - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9% მიიღო, ოპოზიციამ 51,9% (მათ შორის, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16,7%, ახალი, გირჩი, დროას კოალიციამ 16,7 %, „ძლიერმა საქართველომ“ – 10,3% და გახარიას პარტიამ - 8,2 %.)
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ქართველმა ხალხმა ამ ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე, კოალიციურ ხელისუფლებაზე. ჩვენ ამ ნდობას, რომელიც მივიღეთ ქართველი ხალხისგან, ვეპყრობით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, შესაბამისად, უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად შეიყვანს ევროკავშირში.
აქვე, მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ქართული ქარტია, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც მიიღო ქართველი ხალხის ნდობა და ხელისუფლების მანდატი, არის ამავდროულად ხელმომწერი ქართული ქარტიის. შესაბამისად,
დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე უმოკლეს დროში პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჩართულობით შეიქმნება პროცესი ქართული ქარტიის ირგვლივ იმისთვის, რომ დაკომპლექტდეს მთავრობა და ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს ევროპული განვითარების გზაზე.
როგორც ნახეთ, ეგზიტპოლში განსხვავება არის ძალიან დიდი, 10%-იანი უპირატესობით მოიგო ოპოზიციამ და დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო შედეგებში, რომელიც სულ რამდენიმე საათში მოვა, ეს უპირატესობა ოპოზიციისთვის კიდევ უფრო დიდი იქნება.
დიდი მადლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მივიდა და გააკეთა ევროპული არჩევანი“, - თქვა თინა ბოკუჩავამ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ის ელოდება ბევრად უკეთეს შედეგებს მას შემდეგ, რაც რეალური დათვლა დაიწყება.
„ვფიქრობ, ცენტრალური საარჩევნო კომისია იქნება უდიდესი წნეხის ქვეშ პარტიის [„ქართული ოცნების“] მხრიდან, მაგრამ მათი ვალია ქვეყნის წინაშე, რომ ამ წნეხს გაუძლონ. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან წნეხი ბევრად უფრო მძიმე იქნება“,- აღნიშნა გახარიამ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ.
მისივე თქმით, ის, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ სხვადასხვა ტელევიზიაზე სხვადასხვა რეალობაა, ეს პირველად არ ხდება. „გვქონია შემთხვევები, რომ გვიზეიმია და დილით სულ სხვა შედეგი მიგვიღია. ამიტომ, ეგზიტპოლი ეგზიტპოლია. ვიზეიმეთ, ახლა დავანებოთ ზეიმს თავი და ვკონცენტრირდეთ ხმების დაცვაზე. წელს ელექტრონული არჩევნები პირველად ტარდება. თითოეული უბნიდან ხმები დასათვლელია და შემდეგ შეგვიძლია ვიზეიმოთ. „გორბის“ ეგზიტპოლი ღიმილისმომგვრელი კი არა, სასაცილოა. „ოცნება“ ეცდება ამ თავის ვირტუალურ რეალობასთან ახლოს მიგვიყვანოს. ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეების ხმები დავიცვათ. იმის ნაცვლად, რომ დითირამბებით ვზეიმობდეთ, უნდა ვისხდეთ და გავაკეთოთ ის, რასაც ახლა გავაკეთებ - ავალ და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გავივლი ყველა უბანს დეტალურად.
ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც უბნიდან გამოვიდა, ეგზიტპოლის გამომკითხველს არ ეტყვის, ვის მისცა ხმა, რადგან, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ავტორიტარულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ამ ადამიანებს ბიზნესი აქვთ, სხვადასხვა კავშირები აქვთ და ეშინიათ. დღევანდელი ხელისუფლება ამ ხალხს დასდევს, მათზე ნადირობს.
ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ ხმები დავიცვათ და არ ვიცხოვროთ ვირტუალურ რეალობაში. ახლა ზეიმს თავი უნდა დავანებოთ და ყველა უბნიდან ამოსული ხმები უნდა დავიცვათ“,- თქვა გახარიამ.