ქართული წარმოშობის რუსი პროპაგანდისტის, თინა კანდელაკის თქმით, ხუთი წლის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა, რომელმაც სთხოვა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის გადაეცა, რომ მისთვის ლოცულობს. კანდელაკმა ამის შესახებ 24 დეკემბერს, კრემლში განაცხადა, სადაც პუტინმა ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
სახელმწიფო ორდენებით დაჯილდოებული სხვა პროპაგანდისტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, თინა კანდელაკმა თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეობა 25 წლის წინ, ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის პირველ ვადაში მიიღო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეა „რწმენით და არა დაბადებით“.
„ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ. ბოლოს იქ ხუთი წლის წინ ვიყავი და ისე მოხდა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს ილიას შევხვდი. ილია ყოველთვის თბილ სიტყვებს მეუბნება და მითხრა: გთხოვ, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს გადაეცი, რომ მისთვის ვლოცულობ. ხუთი წელი გავიდა და ეს შესაძლებლობა არ მქონია. დღეს ეს შესაძლებლობა მაქვს - ამ სიტყვებს გადმოგცემთ.
და მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ბევრი ადამიანი, მორწმუნე, ლოცულობს თქვენთვის, რადგან მორწმუნეებს მშვიდობა სურთ და თქვენ ხართ ის, ვისაც მთელ მსოფლიოში მშვიდობა მოაქვს“, – თქვა კანდელაკმა.
თინა კანდელაკი კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელი „გაზპრომ-მედია“ ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილეა. 24 დეკემბერს პუტინმა ასევე დააჯილდოვა სახელმწიფო ტელეკომპანია „როსსიას“ წამყვანი, პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი. ამ უკანასკნელმა „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მე-3 ხარისხის ორდენი მიიღო.
