აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, პიანტისტი ელისო ბოლქვაძე დანიშნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
„მივიღეთ გადაწყვეტილება არსებული განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროდან ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბებულიყო აჭარის კულტურის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. აჭარას ნამდვილად აქვს უდიდესი პოტენციალი კულტურის სფეროში, ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ კიდევ უფრო ეფექტურად მომხდარიყო ამ სფეროს გაძლიერება. [...] მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი, მინისტრი, ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს“, - განაცხადა რიჟვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
ელისო ბოლქვაძემ განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბედნიერია ბათუმში დაბრუნებით.
„უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, ბატონო თორნიკე. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივი, ვემსახურო ჩემს ქვეყანას. ძალიან დიდი და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. ბათუმი, აჭარა, ეს არის ის რეგიონი, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი, სადაც კულტურა ყოველთვის იყო და იქნება ძალიან განვითარებადი“, - თქვა ბოლქვაძემ.
ელისო ბოლქვაძე საქართველოს მეათე მოწვევის (2020-2024 წლები) პარლამენტის წევრი იყო პარტია „ქართული ოცნებიდან“. ამ პერიოდის განმავლობაში ის კულტურის კომიტეტს თავმჯდომარეობდა. პიანისტმა 2013 წელს ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დააფუძნა.
