თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და პროევროპული აქციის მონაწილეები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობაში დატოვა. მათ 1-ელ აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე, ყოფილ ფეხბურთელსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერზე, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
დღევანდელ პროცესზე პროკურორი ნინო ჟვანია აცხადებდა, რომ ბრალდებულების მხრიდან კვლავ იყო ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების რისკები. დაკავებულების ადვოკატი ომარ ფურცელაძე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და თქვა, რომ ბრალდებულების მიმართ განგრძობადი პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. მან სასამართლოს 5000-5000 ლარის ოდენობით გირაოსა და სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება შესთავაზა.
37 წლის თორნიკე თოშხუა და 33 წლის მინდია შერვაშიძე 16 აგვისტოს დააკავეს პარლამენტის წინ 1-ელ აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მათ ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე, რომელიც მათ პირადი მიმოწერის დროს და Facebook-ზე, საჯარო განცხადებებით ემუქრებოდა, რუსთაველზე მივიდა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. აქტივისტების თქმით, დაპირისპირების დროს გოცირიძეს ამოუვარდა დანაც, რომელიც მათ პატრულის თანამშრომლებს გადასცეს.
სოციალურ ქსელ TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, დაზარალებულად ცნობილი ბექა გოცირიძე ამბობდა: „რუსთაველზე გავიარე და ეს სვავები ახლა რომ კაცობენ და ჩემზე წერენ რაღაცეებს, ის უსამშობლოები, დამესივნენ ის ფარჩაკები. არც ნაცემი ვარ და არც არაფერი. ეს სვავები და ტურები მალე დამთავრდებით“.
როგორც პროკურორმა თქვა, ბექა გოცირიძეს 10-მდე ადამიანი გაუსწორდა და მათი დადგენის მიზნით ცალკე გამოძიება მიმდინარეობს.
