დღეს, 12 მარტს, გამთენიისას ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. სტიქიამ ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში 5 საცხოვრებელი სახლი დაანგრია და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ტყიბულის მერიის ინფორმაციით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სტიქიის ზონიდან 38 ოჯახია ევაკუირებული. დაზარალებულებს მუნიციპალიტეტის მერია სასტუმროებში დააბინავებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები და შესაბამისი ტექნიკა.
ამავდროულად, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების სამი ჯგუფი სწავლობს მეწყრული მასების დინამიკას, რათა შეფასდეს არსებული მდგომარეობა და სამომავლო რისკები.
სტიქიის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ავტოტრანსპორტი დროებით სოფელ მაღაროს გავლით გადაადგილდება.
ტყიბულის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სტიქიის ზონაში გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს ნომრებზე: 599 27 32 50 ან 574 22 81 02.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის მონაცემებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მეწყრული პრიცესების გააქტიურება მოსალოდნელია ქალაქ ტყიბულში, გურნაში, წყნორში, ანტორიაში, სოჩხეთში, კითხიჯში, კოკაში, ძუყნურში, ხრესილში, ჯვარისაში, ახალსოფელში, ძიროვანაში, საწირეში, დაბაძველში, ციხიაში, კურსებში, ოჯოლაში, ზედა ჭყეპში, ნაბოსლევში, ორპირში, მუხურასა და შუყერში.
