გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ. შემთხვევა 13 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, კინოთეატრ „გამარჯვების“ მიმდებარედ მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზაზე გადამსვლელ ქვეითებს დაეჯახა. დედა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 3 წლის გოგონა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ.
შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში პოლიციამ მძღოლი, 1991 წელს დაბადებული რ.ე. დააკავა. იგი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 10 წლამდე.
გორში მომხდარი ტრაგედია საქართველოში არსებული მძიმე საგზაო სტატისტიკის ნაწილია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს საქართველოში 5 969 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც
8191 პირი დაშავდა, 469 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 28 ბავშვი და 164 ქვეითი. ეს მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია.
შიდა ქართლის რეგიონში, 2025 წელს 333 შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) 664 ავარია მოხდა, რასაც 92 ადამიანის სიცოცხლე და 33 ქვეითის სიკვდილი მოჰყვა, 989 ადამიანი დაშავდა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში (2015-2025) საქართველოს გზებზე 5 324 ადამიანი გარდაიცვალა. ავარიების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია მოძრაობის სიჩქარის გადაჭარბება, სიმთვრალე, მანევრირების წესების დარღვევა და შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა. საქართველოში 100 000 მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 12-ს აღემატება, მაშინ როდესაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 4.3-ია.
