ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რის საფუძველზეც აშშ ტოვებს 66 საერთაშორისო ორგანიზაციასა და ინსტიტუტს, რომლებიც „ამერიკის ინტერესებს აღარ ემსახურებიან“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ამ ორგანიზაციებიდან 31 გაეროს სტრუქტურებია. ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, ისინი შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების, უსაფრთხოების, ეკონომიკური კეთილდღეობის ან სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. მათი დაფინანსება ყველა დეპარტამენტმა და სააგენტომ უნდა შეწყვიტოს.
„ეს დაასრულებს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების დაფინანსებას და ჩართულობას იმ ორგანიზაციებში, რომლებიც გლობალისტურ დღის წესრიგს აშშ-ის პრიორიტეტებზე მაღლა აყენებენ, ან რომლებიც მნიშვნელოვან საკითხებს არაეფექტურად წყვეტენ“, – ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიდანაც შეერთებული შტატები გადის, არიან ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია, უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი, განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შეიარაღებულ კონფლიქტში მყოფი ბავშვების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი და სხვა.
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლითაც აშშ გავიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO), გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან, ახლო აღმოსავლეთში პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა და მხარდაჭერის გაეროს სააგენტოდან (UNRWA) და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციიდან (UNESCO).
