ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელა მართოს მანამ, ვიდრე ძალაუფლების ლეგიტიმური გადაცემა არ მოხდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 5 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 6 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
მარ-ა-ლაგოში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს ვაშინგტონი ვენესუელას მართვას ქვეყნის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყნის მართვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
„ჩვენ ქვეყანას მანამ ვმართავთ, სანამ ძალაუფლების უსაფრთხო, სათანადო და გონივრულ გადაცემას არ განვახორციელებთ“, - განაცხადა ტრამპმა. მან მადუროს დიქტატორი და ნარკობარონი უწოდა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტელეფონით ისაუბრა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს და ის მზადაა ვაშინგტონთან თანამშრომლობისთვის. „მას ნამდვილად არ აქვს არჩევანი“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა დასძინა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები სრულად მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ვენესუელაში არსებულ სამიზნეებზე მეორე დარტყმა განახორციელონ.
„ვენესუელის ლიდერებს უნდა ესმოდეთ, რომ ის, რაც მადუროს დაემართა, შეიძლება მათაც დაემართოთ“, - განაცხადა ტრამპმა.
ვაშინგტონი ვენესუელიდან ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს შეინარჩუნებს მანამ, სანამ ამერიკის ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა მოთხოვნები იგულისხმა. როგორც მან თქვა, ვენესუელაში ამერიკული ნავთობკომპანიები შევლენ და ისინი „აღადგენენ ნავთობის ინფრასტრუქტურას, რათა ქვეყანამ ფულის გამომუშავება შეძლოს“.
„ჩვენ ვენესუელის ხალხს მდიდარს და დამოუკიდებელს გავხდით და მათ უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა ტრამპმა.
3 იანვრის ღამეს, შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასზე საჰაერო იერიში დაიწყო. აფეთქებების ხმა ქალაქის რამდენიმე უბანში გაისმა. ვენესუელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აშშ სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებს დაესხა თავს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დონალდ ტრამპმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ აშშ-მა ვენესუელაში ოპერაცია ჩაატარა და ნიკოლას მადურო დააკავა. მადურო ცოლთან ერთად ნიუ იორკში გადაჰყავთ. მათ ბრალი უკვე წარუდგინეს.
აშშ-ის სამხედრო ძალების უმაღლესმა მეთაურმა, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა. 3 იანვრის ღამეს, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით 22:46 საათზე, პრეზიდენტმა ტრამპმა ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა.
გენერალ კეინის თქმით, ოპერაციაში 150-ზე მეტი თვითმფრინავი და დრონი მონაწილეობდა. მათ ვენესუელის საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე მიიტანეს იერიში. ვერტმფრენები მადუროს რეზიდენციას კარაკასის დროით დილის 2:01 საათზე მიადგნენ.
დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მადურო თავშესაფარში დამალვას ცდილობდა, თუმცა ამერიკელმა სამხედროებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. ტრამპის განცხადებით, ოპერაცია უნაკლოდ ჩატარდა და არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაღუპულა.
ნიკოლას მადურო ვენესუელას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს, 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა. 2024 წელს მან განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში „სამაგალითო, ბრწყინვალე“ გამარჯვება მოიპოვა.
