რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშეკო მიიწვიეს „მშვიდობის საბჭოში“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ღაზის სექტორის დროებითი მართვის მიზნით ქმნის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
პუტინის მიწვევის შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტრა.
„დიახ, ნამდვილად, პრეზიდენტმა პუტინმაც მიიღო მოწვევა დიპლომატიური არხებით, შეუერთდეს ამ სამშვიდობო საბჭოს. ამჟამად ჩვენ ვსწავლობთ ამ წინადადების ყველა დეტალს, მათ შორის იმედს ვიტოვებთ, რომ დავუკავშირდებით ამერიკულ მხარეს ყველა ნიუანსის გასარკვევად“, - განაცხადა პესკოვმა.
ტრამპის წინადადებას „დადებითად“ უკვე უპასუხა ბელარუსის ლიდერმა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, რუსლან ვორონკოვმა თქვა, ბელარუსი მზადაა მონაწილეობა მიიღოს „მშვიდობის საბჭოს“ მუშაობაში და იმედოვნებს, რომ ეს სტრუქტურა სხვა კონფლიქტების მოგვარებასაც განიხილავს.
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოში“ დაახლოებით 60 ქვეყანა მიიწვია.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ 18 იანვარს განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აშშ-ის პრეზიდენტისგან მიიღო მიწვევა, შეუერთდეს ახალ საერთაშორისო ორგანოს. „ის აღფრთოვანებულია ამ მოწვევით და, ბუნებრივია, მონაწილეობას მიიღებს საბჭოს მუშაობაში“, - აღნიშნა სიიარტომ.
საბჭოში მიწვეულთა შორის ასევე არიან თურქეთის, კანადის, უზბეკეთის, ყაზახეთის და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ლიდერები, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. გამოცემა The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მშვიდობის საბჭოში“ სავარაუდოდ ასევე შევლენ გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, საუდის არაბეთი, ყატარი და ეგვიპტე.
დონალდ ტრამპის თავმჯდომარეობით ღაზას სამშვიდობო საბჭო იქმნება. თეთრი სახლის განცხადებით, ეს ორგანო პასუხისმგებელი იქნება სტრატეგიულ ზედამხედველობასა და საერთაშორისო რესურსების მობილიზებაზე, უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას კონფლიქტიდან მშვიდობასა და განვითარებაზე გადასვლისას. საბჭოს შემადგენლობაში შევა შვიდი პირი, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დონალდ რამპის სიძე ჯარედ კუშნერი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი.
