ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, „რთველი 2025“-ის ფარგლებში ყურძნის ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს. გასული წლებისგან განსხვავებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
შესაბამისი ცვლილება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2025 წლის 4 ივლისის განკარგულებაში „2025 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ შევიდა.
შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ყურძნის ჭარბ რაოდენობას ჩაიბარებს დადგენილ ფასად:
- კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად;
- „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს – 1.20 ლარად;
- არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს – 1.00 ლარად;
- დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად.
„საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით, ათასობით მევენახე-ფერმერს მევენახეობის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაცია ეძლევა, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
მიმდინარე წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათას ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, სოფელი გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 121.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.3%-ით ნაკლებია. რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს მთავარ საექსპორტო ბაზარად.
