ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა საქართველოში პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
დღეს, 27 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პერ ეკლუნდმა თქვა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რაც ადასტურებს საქართველოს მოქალაქეების ერთგულებას დემოკრატიული პროცესისადმი.
„ცხადია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ვერ აკმაყოფილებდა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტურ სტანდარტებს.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ძალისხმევა, რომ ძირი გამოეთხარა, ხელი შეეშალა სადამკვირვებლო მისიებისთვის, დაკვირვების პროცესებისთვის, კანონების გამოცემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყო მიმართული, მუქარები, დაშინება ამომრჩევლისა და დამკვირვებლების მიმართ, როგორც წინა პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს, ძირს უთხრიდა მთლიანად პროცესის სამართლიანობას“, - განაცხადა ეკლუნდმა.
NDI-ის დელეგაციის დამკვირვებლები საქართველოს 10 რეგიონში მუშაობდნენ. როგორც პერ ეკლუნდმა თქვა, მათი დასკვნით, ხმის მიცემა ძირითადად კანონის შესაბამისად მიმდინარეობდა, თუმცა, დამკვირვებელთა ჯგუფებმა დააფიქსირეს „დარღვევების მნიშვნელოვანი ზრდა წინა არჩევნებთან შედარებით, მათ შორის, ძალადობის გამოყენება და ბიულეტენების ჩაყრა“.
